პრაიმ-ნიუსი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 15 ნოემბერი. გვ. 3.

 

მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, შიმშილობის მეოთხე დღეს სტაბილურია.

როგორც ხუთშაბათს პრაიმ-ნიუსს ერთ-ერთმა მოშიმშილემ, ბლოკის ,,სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ლადო ჭიპაშვილმა განუცხადა, ისინი უშუალოდ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ მოვლენილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

მოშიმშილეები პარასკევს დილით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვასილ ჭეიშვილმა გასინჯა.პარლამენტის შენობის წინ უკვე მეხუთე დღეა დეპუტატები ლადო ჭიპაშვილი, გიორგი ხევიაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, ასევე ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქემალ მურადხანოვი ოპოზიციის მოთხოვნების სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ.ხუთშაბათს საღამოს მათ შეუერთდა საოპერო მომღერალი ჯემალ მდივანი, რომელიც პრეზიდენტის მიერ მინიჭებული ღირსების ორდენის უკან დაბრუნებას აპირებს.მოშიმშილეები აცხადებენ, რომ აქციას არ შეწყვეტენ, ვიდრე ხელისუფლება და პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტს არ აღიარებენ.მოშიმშილეებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან კარავი დადგეს.