მედია-ნიუსი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 14 ნოემბერი. გვ. 3.

 

 

 

მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

 

პარლამენტთან მიმდინარე შიმშილობის აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი ხევიაშვილის განცხადებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ამირან გამყრელიძის სპეციალური ბრძანებით, მოშიმშილეებისათვის გამოიყო ექიმთა ბრიგადა, რომელიც პარლამენტის შენობასთან 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.

 

ნაციონალური მოძრაობის წევრების - ლადო ჭიპაშვილი და გია ხევიაშვილი მეოთხე დღეა შიმშილობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

 

რაც შეეხება დემოკრატ ვასილ მაღლაფერიძესა და ნაციონალ ქემალ მურადხანოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებიც მეორე დღეა მოშიმშილეებს შეუერთდნენ, დამაკმაყოფილებელია.