ნონა ცაბაძე

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 11 ნოემბერი. გვ. 2.

 

 

ოპოზიცია შიმშილობას იწყებს

 

ოპოზიცია პოზიციებს კვლავ არ თმობს. აქცია პარლამენტის წინ გრძელდება, სადაც ათასობით საქართველოს მოქალაქე პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას ითხოვს. მაშინ, როცა შევარდნაძე აჭარის ავტონომიურ ლიდერს დახურულ კარს მიღმა ხვდებოდა, მიხეილ სააკაშვილმა და ნინო ბურჯანაძემ მოულოდნელი განცხადებები გააკეთეს, ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის წინ შიმშილობას იწყებენ.

 

მიხეილ სააკაშვილი:

 

- დღეიდან ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე-დემოკრატები აქ, პარლამენტის შენობის წინ, იწყებენ საპროტესტო შიმშილობას პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ.

 

ნინო ბურჯანაძე:

 

- ალბათ, საოცარია, რომ დღეს ამდენი ადამიანი ასეთი უამინდობის მიუხედავად, ასე გაუტეხლად დგას საკუთარი პარლამენტის წინ, იმ პარლამენტის წინაშე, რომელზეც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა და რომელიც, თუ იმ შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას, რომელი შემადგენლობითაც დანიშნა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ, ვერანაირ იმედებს თითოეულ თქვენგანს, მთელ საქართველოს ვერ გაუმართლებს. ჩვენ ნამდვილად არ ვიყავით კმაყოფილი და ბედნიერი იმ შემადგენლობით, რომელიც ამ კედლებში მუშაობდა, მაგრამ ეს იყო არჩეული პარლამენტი. დღეს ჩვენ დანიშნულ პრეზიდენტს ნამდვილად ვერ შევეგუებით.