მედია-ნიუსი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 15 ნოემბერი. გვ. 7.

 

 

 

ოპოზიციის აზრს მოსახლეობის ნაწილი არ იზიარებს

ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა გიორგი თევზაძემ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სამართლიანობის დაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტმა გიორგი ლაღიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ის, რაც ხდება რუსთაველის გამზირზე ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომის შესახებ, არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ერი იზიარებს მათ აზრს. თევზაძის თქმით, თუ მოგროვდება ხელმოწერათა საჭირო რაოდენობა, რათა ჩატარდეს რეფერენდუმი, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მაგრამ ეს ყველაფერი სასურველია მოხდეს ცივილიზებული ფორმით.

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰყავდათ თავიანთი დამკვირვებლები და იმის განცხადება, რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ხმები დაიკარგა, სინამდვილეს არ შეესაბამება, - განაცხადა გიორგი ლაღიძემ.