|
ინტერ-პრესი,,24 საათი”. 2003წ. 11 ნოემბერი. გვ. A2 ორშაბათი პრეზიდენტის რადიოინტერვიუს გარეშეგუშინ საქართველოს მოსახლეობას არატრადიციული ორშაბათი გაუთენდა. მას არ ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს პრეზიდენტის რადიოინტერვიუსთვის მოესმინა. ედუარდ შევარდნაძემ საკუთარ თავს ,,რეგიონული არდადეგები” გამოუცხადა. პრეზიდენტის მარშრუტი სამეგრელოდან დაიწყო. სენაკში ჩასულ ედუარდ შევარდნაძეს აეროპორტში დახვდნენ პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ბონდო ჯიქია, ფოთის მერი დავით ქანთარია, აგრეთვე, სენაკისა და სხვა რაიონების გამგებლები და პოლიციის უფროსები. შევარდნაძემ ყვავილებით შეამკო ჟიული შარტავას ძეგლი. ძეგლიდან, დაახლოებით, 30 მეტრის მოშორებით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ესკორტი გამოჩნდა, ,,ნაციონალური მოძრაობის” ქტივისტებმა დროშების ფრიალით და შეძახილებით შევარდნაძესთან მიახლოვება სცადა. მათ ასევე უნდა შეერთებოდნენ ,,ბურჯანაძე-დემოკრატების” წარმომადგენლები, მაგრამ პოლიციამ ცოცხალი კორდონი აღმართა, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ფორმაში ჩაცმული პოლიციელების გარდა, საკმაოდ აქტიურობდა ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც ძალიან აგრესიულად იქცეოდა. მათ რამდენიმე დემონსტრანტს დროშები გადაუმტვრიეს, ქალებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამავე ადამიანებმა ოპერატორებს ვიდეოკამერები და კასეტები წაართვეს. დაზარალდნენ ტელეკომპანიების ,,იმედის”, ,,მზის”, ,,რუსთავი-2”-ის, ,,იბერიის” და პირველი არხის წარმომადგენლები.
პოლიციელთა მტკიცებით, მათ კამერებისთვის ხელი არ უხლიათ. ,,ჩვენთვის უცნობია, ვინ იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები,” – თავს იმართლებდნენ პოლიციელები.
ამ ინციდენტს პრეზიდენტისთვის ხელი არ შეუშლია, სენაკში ხალიჩების კომბინატი, ხოლო შემდეგ ქალაქის გარეუბანში მდებარე მეცხოველეობის ფერმა მოენახულებანა.
ფერმის დატოვების შემდეგ პრეზიდენტმა ბათუმისაკენ აიღო გეზი. |