|
ლელა მჭედლიძე ,,24 საათი”. 2004 წ. 24 ნოემბერი გვ. A4.
პრეზიდენტი სახლში დარჩა- სად მიდიხართ, ბატონო ედუარდ? - სახლში! 2003 წლის 23 ნოემბერს, 20 საათსა და 45 წუთზე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა.
გადადგომის შესახებ ,,ჯენტლმენური შეთანხმება” ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ მიხეილ სააკაშვილთან და ,,ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერ ზურაბ ჟვანიასთან ორმოცდახუთწუთიანი მოლაპარაკების შემდეგ შედგა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა: ,,ახლა მე ვხედავ, რომ ის, რაც ხდება უსისხლოდ აღარ ჩაივლის, იძულებული გავხდები გამოვიყენო ის უფლება, რაც მაქვს ამ პირობებში. ეს სისხლისღვრამდე მიმიყვანს. ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია და ახლა, ამ ვითარებაში, ალბათ, სჯობია პრეზიდენტი გადადგეს, რათა ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდეს... ძალიან სერიოზული საუბარი იყო ბატონ მიშასთან და ბატონ ზურასთან. გულახდილობისათვის მათი მადლობელი ვარ... ერთხელ უკვე ვთქვი; გადადგომას მიჩვეული ვარ. გასაკეთებელი ბევრი მაქვს და სანამ ცოცხალი ვარ ბევრი რამის დაწერა უნდა მოვასწრო.”
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი “გადადგომას შეჩვეულია”, კრწანისის რეზიდენციაში მისგან გადადგომას ასე ადვილად, ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის ლიდერების მოსვლამდე მაინც არ ელოდნენ.
მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის შუამავლის როლს რისეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ თავად ივანოვი სააკაშვილ-ჟვანიასა და შევარდნაძეს შორის მოლაპარაკებებს არ დასწრებია. ,,ჩემზე დაკისრებული შუამავლის როლი შევასრულე, გადაწყვეტილების მიღება კი თავად ქართველი პოლიტიკოსების საქმეა,” – ამ სიტყვებით დატოვა კრწანისის რეზიდენცია ივანოვმა. იგორ ივანოვთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა პრეზიდენტმა დილის 11 საათზე გამართა. შეხვედრის შემდეგ ივანოვი კრწანისის რეზიდენციას უკომენტაროდ ტოვებს და ოპოზიციის ლიდერებთან მიეშურება. ამის შესახებ კრწანისის რეზიდენციაში მყოფი ჟურნალისტები მოგვიანებით იგებენ, რადგან ერთ ოთახში შეკეტილ პრესას ამ დროისთვის ფოიეში არ უშვებენ. ტელეკომპანია ,,რუსთავი-2”-ს კი კრწანისის რეზიდენციაში შესვლის საშუალება ოპოზიციის ლიდერების მისვლამდე საერთოდ არ მისცეს. ივანოვის და შევარდნაძის საუბრის შინაარსის შემდეგ, უკვე საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილის კომენტარებით, შედარებით ვრცლად კი მოგვიანებით ,,სოციალისტ” ვახტანგ რჩეულიშვილისგან ირკვევა. რჩეულიშვილი პრეზიდენტისა და ივანოვის შეხვედრას არ დასწრებია, მაგრამ გარკვეულ განცხადებებს მაინც აკეთებს: ,,ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ სისხლისღვრის ასარიდებლად, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია კონკრეტული ფაქტების გამო და არა კონკრეტული პირების, ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ”. ოპოზიციასთან დიალოგის გავრცელების გარდა, იგი ხაზს უსვამს პრეზიდენტისადმი ყველა მინისტრის მხრიდან ერთგულების შენარჩუნებას. გარდა ამისა, იგი გარკვეულ საფრთხესაც ხედავს: ,,ხელახალი არჩევნების შემთხვევაში, არსებობს სერიოზული საშიშროება, რომ აჭარა მასში მონაწილეობას აღარ მიიღებს”.
შეუვალია ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც რჩეულიშვილის და რამდენიმე სამთავრობო პირის მსგავსად, სამთავრობო რეზიდენციაში იმყოფება: ,,პარლამენტის ვადამდელი არჩევნების საკითხი თავად ახლადარჩეულმა დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ – როგორც მაჟორიტარებმა, ისე პარტიული სიით გასულებმა”.
შუადღისას კრწანისში ჩნდება საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ მაილსი, თუმცა იგი, ქვეყნის მეთაურის ნაცვლად, სახელმწიფო მინისტრს ხვდება. შეხვედრიდან გამოსული კი აცხადებს, რომ აშშ მედიატორის როლში არ გამოდის, რადგან ,,ამერიკა მიმდინარე პოლიტიკური ბრძიოლის მონაწილე არ არის. ორივე მხარის მხრიდან მშვიდი სიტუაცია უნდა შენარჩუნდეს. თუმცა, კონკრეტულ გამოსავალს ვაშინგტონი ვერ შემოგთავაზებთ, გარდა იმ აზრისა, რომ გამოსავალი მშვიდი უნდა იყოს.”
გუშინ დღის პირველ ნახევარში სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები საკანონმდებლო კოლაფზეც საუბრობდნენ. 22 ნოემბერს ოპოზისიის მომხრეების ძალისხმევით პარლამენტის სხდომა ისე შეწყდა, რომ ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა ვერ მოესწრო. შესაბამისად, გუშინ დილიდან გაჩნდა ხმები, რომ პრეზიდენტი პარლამენტის სხდომის მოწვევას კრწანისსი გეგმავდა, შემდეგ სხდომის უკვე შშს-ში ჩატარების სესახებაც გაჩნდა ვერსია. ვაჟა ლორთქიფანიძე ირწმუნებოდა, რომ პარლამენტის შეკრება გუშინ არ იყო დაგეგმილი. ვახტან რჩეულიშვილი კი აცხადებდა, რომ “პრეზიდენტის განკარგულებას საგანგებო ვითარების ამოქმედების შესახებ პარლამენტში მიიტანენ, როს შემდეგაც პარლამენტის არშეკრების შემთხვევაში, იგი უკვე ავტომტურად შედის ძალაში”.
ნაშუადღევს კრწანისში გამოკეტილი ჟურნალისტებისთვის შევარდნაძე პრეს-კონერენციას მართავს. “ივანოვს ოპოზიციასთან მე დავაბარე, რომ მზად ვარ დიალოგისა და კომპრომისებისათვის, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ შე,თხვევაში, თუ შესრულდება ჩემი წინადადება: დაცალონ მათ მიერ დაკავებული შენობებეი. 9 აპრილი არ უნდა განმეორდეს. დიდი მოთმინების უნარი მაქვს და ვითმენ, სანამ ეს შესაძლებელია, მაგრამ თუ ეჭვქვეშ ქვეყნის, ხალხის ინტერესები დგება, ვალდებული ვარ ვიმოქმედი. ხომ დაიწყო მოროდიორობა... მანქანების გატაცება, ხვალ ადამიანების გატაცება დაიწყება... თავს ვიკავებ, რადგან ბატონი იგორ ივანოვი, რომელსაც მე კარგად ვიცნობ, რომელიც ჩემი საგარეო საქმეთა მინისტობის პერიოდში ჯერ ჩემი სამდივნოს ხელმძღვანელი იყო, მერე ელჩი, კარგი დიპლომატია. ვფიქრობ, კარგად გადასცემს ოპოზიციის წარმომადგენლებს ჩემს წინადადებას...
ახალი პარლამენტი გაიხსნა, ძველი აღარ არსებობს, ძველი პარლამენტის თავმჯდომარეს არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია. მშვიდობიანად ვარ განწყობილი, მათთან ბრძოლა სულ არ მჭირდება, მაგრამ სახელმწიფოს ანგარიში უნდა გაუწიონ, თუ არადა, ვიღაც დაისჯება, რადგან ის რაც გუშინ მოხდა, არანაირ ჩარჩიში არ ჯდება... ნარჩემაშვილმა მართალია, თავისი პირდაპირი მოვალეობა ვერ შეასრულა და დაცვა ვერ უზრუნველყო, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სისხლი არ დაღვრილიყო, მაგრამ საამისოდ მარტო ერთი მხარის ძალისხმევა არ კმარა... საგანგებო მდომარეობა ძალაში შედის მას შემდეგ, რაც გამოვცემ ახალ დეკრეტებს. ველოდები რას გააკეთებს შუამავალი. პარლამენტის სხდომა ჩატარდება მას შემდეგ, რაც დაიცლება პარლამენტის შენობა,” – ასეთი განცხადებები გააკეთა პრეზიდენტმა. უცნობი დარჩა, აძლევს თუ არა ქვეყნის მეთაური გარკვეულ გარანტიებს, თავისი წინადადებების მიღების სანაცვლოდ, ოპოზიციის ლიდერებს? “24 საათის” ამ კითხვას ედუარდ შევარდნაძემ გუშინ ასე უპასუხა: “როგორც მე ვიცი, არავინ დაგვიჭერია, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ასეთი საკითხები არ იხილება. დღეს საღამოს ან ხვალ დილას ძალაში შევა განკარგულება საგანგებო მდგომარეობის შესახებ. ამის შემდეგ კი ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, რადგან აქ სერიოზული შეზღუდვები იგულისხმება, მათ შორის თქვენც”.
პრეზიდენტი შუამავლის მოლოდინში მცირე შესვენებას იღებს მოგვიანებით ივანოვი მცირე ხნით ჩნდება და კვლავ ტოვებს რეზიდენციას. წასვლის წინ მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციებს აგრძელებს.
პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ ჩნდება ინფორმაცის უშიშროების საბჭოს მდივნის გადაყენების შესახებ, რასაც ვაჟა ლორთქიფანიძეც ადასტურებს. ამასობაში პრეზიდენტთან მიმსვლელებს შორის ჩნდებიან უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, ექს-გენპროკურორი გია მეფარიშვილი, ყოფილი დეპუტატი ნესტან კირთაძე, ქალაქის მერი ზოდელავა... კრწანისში მოდიან პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც.
რეზიდენციაში სიტუაცია იძაბება მას სემდეგ, რაც მიტინგზე ცხადდება, რომ ნახევარსაათიანი ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ მანიფესტანტები კრწანისისაკენ დაიძვრებიან. რეზიდენციას სასწრაფოდ ტოვებენ სლავური გარეგნობის დაცვის თანამშრომლები, საკმაოდ მძიმე ჩანთებით. აქ მყოფ ჟურნალისტებს ისინი ივანოვის დაცვად “გააცნეს”, მაგრამ ფაქტია, რომ ივანოვი ამ დროს კრწანისში არ იმყოფება. გარდა ამისა, დაცვის რაოდენობა საგრძნობლად აღემატება ერთი კაცისთვის განკუთვნილს...
ვითაერბა კიდევ უფრო იძაბება ულტიმატუმის ვადის ამიწურვასთან ერთად. შენობასი მატულობს შეიარაღებული დაცვა, რომელიც აქ ისედაც საკმაოდ მრავალრიცხოვანია. საღამოს რეზიდენციაში შემოსვლას საერთოდ ვეღარ ახერხებენ სხვადსხვა საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები. ოპოზიციის ულტიმატუმის ვადის გაგრძელების შემდეგ, კვლავ გარკვეული განმუხტვა იგრძნობა.
ხმას ოპოზიციის ლიდერების პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მოსვლის შესახებ პირველად ვაჟა ლორთქიფანიძე აგრძელებს. 8 საათზე ქვეყნის მეთაურთან სასაუბროდ შედიან ოპოზიციის ლიდერები. პატარა დაძაბუობის შემდეგ ორი მხარის დაცვის წარმომადგენლებს შორის მდგომარეობა ისევ წყნარდება. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის ლიდერები კი აცხადებენ: “ჩვენი ღირსების საკითხია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდეს სრულიად გარანტირებული საყოფაცხოვრებო პირობები. მისი ოჯახი იყოს დაცული. პრეზიდენტმა გადადგა ძალზე ვაჟკაცური ნაბიჯი. ნაბიჯი, რომელსაც ისტორია ღირსეულად დააფასებს. მან თავიდან აიცილა სისხლისღვრა. პარლამენტის თავმჯდომარის, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უფლებები ძალზე შეზღუდულია. მას არ შეუძლია საკადრო გადაწყვეტილების მიღება. მისი დახმარებით უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე ქვეყანაში. ახლა ხალხი უკვე უნდა წავიდეს სახლში, მოემზადოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის.” (მიხეილ სააკაშვილი)
“ვფიქრობ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით ღირსეულად დაუსვა წერტილი იმას, რაც ხდება საქართველოში. ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ვინც იბრძოდა, ყველას სახლში მშვიდად დაბრუნება შეუძლია. შევარდნაძემ დააფიქსირა, რომ საქართველოდან გასვლას არ აპირებს და აღნიშნა, რომ თავის ავტორიტეტს გამოიყენებს იმ ხალხთან, ვინც საქართველოს ხელისუფლების სათავეში იქნება. ჩვენ უნდა დავიწყოთ ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. ახალი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის გადადგომიდან 45 დღის ვადაში.” (ზურაბ ჟვანია) ამ განცხადებების შემდეგ კრწანისის რეზიდენცია საკმაოდ მალე ცარიელდება. პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებიდან ყველაზე ბოლოს მას ედუარდ შევარდნაძე ტოვებს. |