ბექა სისაური

,,24 საათი”. – 2003. – 14 ნოემბერი. – გვ. A1-A2.

 

 

 

ქუთაისელთა პროტესტი მასშტაბურ სახეს იღებს

,,ედუარდ შევარდნაძე, გადადექი!” – ეს იყო ერთადერთი მოთხოვნა მიტინგისა, რომელიც გუშინ ქუთაისის მერიის წინ გაიმართა. აღნიშნული მოთხოვნით უკვე სამი დღეა რაც შიმშილობენ  ,,ნაციონალები”. გუშინ კი სასტუმრო ,,ქუთაისისჰოლში ბლოკი ,,ეროვნული თანხმობაიბერია გაბრწყონდებას რამდენიმე წევრმა დაიწყო შიმშილობა.   

მერიის წინ გამართულ მიტინგზე ყველა თაობის ქუთაისელმა მოიყარა თავი. ,,ეს არის კიდევ ერთი გამაფრთხილებელი აქცია, თუკი გონს არ მოეგება ხელისუფლება და პრეზიდენტი, ქუჩაში უფრო მეტი ხალხი გამოვა და პროტესტსს მჯდომარე აქციით გამოვხატავთ, რომელიც მიზნის მიღწევამდე, 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება,” – აცხადებდნენ გუშინ ,,ნაციონალური მოძრაობისწევრები.

           

გურამ აბსანძის თანამებრძოლები სამ ძირითად მოთხოვნას აყენებენ: ედუარდ შევარდნაძის უპირობო გადადგომა, არჩევნების შედეგების გაუქმება და აბაშიძესთან ყოველგვარი პოლიტიკური გარიგების შეწყვეტა. ,,ჩვენი ორგანიზაციის სამმა წევრმა დაიწყო შიმშილობა, ვაპირებთ რომ ეს აქცია მერიის შენობაში განვახორციელოთ, პოლიცია ხელს გვიშლის, კორდონი დააყენეს, რომ შიგნით არ შევიდეთ. მიუხედავად ამისა, ყოველდღე ვაპირებთ მიტინგების ჩატარებას, ხვალიდან კი ჩვენი ორგანიზაციის წევრები ზუგდიდსა და ხობშიც დაიწყებენ შიმშილობას,” – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ბლოკი ,,ეროვნული თანხმობა იბერია გაბრწყინდებასმაჟორიტარმა კანდიდატმა გრიგოლ ბახტაძემ. გუშინ გამართულ მიტინგზე არ გამოჩენილან ქუთაისელი ,,მემარჯვენეებიდა ,,ლეიბორისტები”. რაც შეეხება ,,ბურჯანაძე-დემოკრატებს”, ისინი აღნიშნულ აქციას აქტიურად უჭერენ მხარს.

           

 ,,24 საათიმიტინგზე მყოფ რამდენიმე ქუთაისელს გაესაუბრა:

           

,,მე 50 წელს გადაცილებული ადამიანი ვარ და ასეთი არჩევნები, რაც 2 ნოემბერს ვნახე, არ მინახავს. 1 ნოემბერს საარჩევნო უბანში მივედი და სიაში ვიყავი. ორში კი უკვე სიაში აღარ ვიყავი. როცა ერთი ამბავი ავტეხე, სხვის მაგივრად ჩამწერეს, რატომ? ჩემი ხმის უფლება რატომ უნდა დამიკარგონ?... შევარდნაძე ხელფასს ვერ მაძლევს და პენსიას. ახლა ხმის უფლებას აღარ წავართმევინებ. მე ამ აქციაზე სწორედ იმისთვის ვარ, რომ პრეზიდენტის გადადგომაში ჩემი წვლილი შევიტანო,” – განაცხადა ჩვენთან საუბრისას რეზო ბურჯანაძემ. მოშიმშილეებმა კი მერიაში შესვლა ვერ მოახერხრს და იქვე სასტუმრო ,,ქუთაისისშესასვლელში განთავსდნენ. დღეს კი ოპოზიციას ქუთაისში უფრო მასშტაბური აქცია აქვს დაგეგმილი.