ეკა კვისიტაძე

“24საათი” 12 ნოემბერი 2003წ. გვ. A1-A3

 

 

ქვეყნის და ხალხის ღალატი

 ან ისტორიული გადაწყვეტილება

პარლამენტის წინ მშვიდობიანი დემონსტრაციები, უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება და ერთადერთი, რაც კომპრომისის სახით გუშინ გაისმა, ბოლნისის შედეგების გაუქმებაა.

ხელისუფლების ტაქტიკა ნათელიამისი მთავარი მიზანი ახლა დროის გაყვანა, დემონსტრანტების გამძლეობის შემოწმება, ყველა რესურსის მაქსიმალურად გამოყენება და, ალბათ, უკან დასახევად გარკვეული მზადებაცაა.

 

ოპოზიციის ტაქტიკა კი მშვიდობიანი დემონსტრაციების გაგრძელება და ხელისუფლებისათვის იმის ჩვენებაა, რომ ხალხის ნება ძლიერია.

 

ბელისუფლებას თავისი სტრატეგია უკვე განსაზღვრული აქვსმას არ უნდა არანაირ დათმობაზე წასვლა. ყოველ შემთხვევაში, სახელისუფლებო ბლოკში ასეთ სტრატეგიას აქტიური მხარდამჭერები ჰყავს, ძირითადად, ლევან მამალაძის სახით, რომელმაც კარგად იცის, რომ ნებისმიერი კომპრომისი პირადად მას უქმნის საფრთხეს. ამიტომ ცხადია, რომ მამალაძის ბანაკი ოპოზიციასთან და ხალხთან უკომპრომისო ბრძოლის ბოლომდე გაგრძელებას მოინდომებს.

 

თავისი სტრატეგია განსაზღვრული აქვს ოპოზიციასაც. დღეს მისთვის არ არსებობს უფრო მცირე კომპრომისი, ვიდრე არჩევნების რეალური შედეგების აღიარება ან არსებული შედეგების გაუქმება. სხვა დათმობაზე ოპოზიცია და ხალხი არ წავა, ეს უკვე დღესავით ნათელია.

 

საქართველოს უახლოეს ისტორიაში არასოდეს ყოფილა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ისეთი კრისტალიზაცია და ლუსტრაცია, როგორც ეს ამ რამდენიმე დღეში მოხდა.

 

დღეს უკვე აღარ არსებობს გარდამავალი ფერები. ფერები, რომელიც დარჩა, უკვე თვალშისაცემად შავთეთრია. ერთ მხარეს დგას ხალხი, რომელიც თავისი უფლებების დასაცავად იბრძვის და პოლიტიკური პარტიები, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ ხალხის ინტერესს იცავენ; მეორე მხარეს ხელისუფლება და მასთან დამეგობრებული ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები არიან: “მრეწველები”, “ლეიბორისტები”, “ახლებიდა ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი მოკავშირე – “აღორძინება”. გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებიც კორუმპირებული რეჟიმისაგან კონკრეტულ სარგებელს იღებენ და ინტელეგენციის წარმომადგენლები, რომელტაც მხოლოდ ერთადერთი სურვილი აქვთმათი თეატრი, ან მათ მიერ ორგანიზებული ფესტიველაბი მერიამ ბალანსზე აიყვენოს, ან,. სულ მცირე, ხელისუფლებამ მათი იუბილეს გადახდა მაინც აიღოს თავის თავზე.

 

დაპირისპირებამ, აშკარაა, უკიდურესად მწვავე ხასიათი მიიღო, რადგან ორივე ბანაკს ყველაფერი სასწორზე უდევს.

 

სამოქალაქო საზოგადოება, რომლის წევრი საქართველოს ყველა ღირსეული მოქალაქეა, დღეს საკუთარი მომავლისთვის იბრძვის; მომავლისთვის, სადაც იქნება ღია და თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი პრესა, იქნება ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა და, ბოლოს და ბოლოს, იარსებებს დამოუკიდებელი და თვაისუფალი ქვეყანა, სადაც ცხოვრება არავის შერცხვება.

 

სახელისუფლებო ბლოკის წევრებსაც ყველაფერი სასწორზე უდევთთუ სიტუაციის შემობრუნებას ვერ მოახერხებენ, მაშინ ყველაზე ნათელი პერსპექტივა სამარადჟამო პოლიტიკურ გვამებად და არარაობად გადაქცევაა. თუმცა, ბევრმა იცის, რომ მათთვის ასეთი პერსპექტივაც კი საოცნებოა და რომ წლების განმავლობაში შეჭმული მილიონები ხვალ გულზე დაადგებათ.

 

ოპოზიციის ბანაკისთვის ერთადერთი რესურსი იმ ადამიანების თავგანწირვაა, რომლებიც, მიუხედავად სიცივისა და წვიმისა, მზად არიან, თავისი მომავლისათვის ბოლომდე იბრძოლონ.

სახელისუფლებო ბლოკის რესურსი ძალოვანი სტრუქტურებია. მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველი ძალოვნები მშვიდობიან ადამიანებზე ხელის აღებას არ აპირებენ და გარანტიების ძიებას შევარდნაძე უცხო ქვეყნებში იწყებს.

 

გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ასლან აბაშიძის ერევნში ჩასვლა ჩვეულებრივი მოვლენაა და ოპოზიციამ და მედიამ ტყუილ-უბრალოდ ატეხეს ისტერიკა.

ამას ხელისუფლება ამბობს, რომლის სპიკერი ყოველ დღე ათას სამარცხვინო ნაბოდვარს უტყუარ ინფორმეციას უწოდებს. ახლა კი, ურმე, ის ყოფილა ისტერიკა, როცა თითოეული ჩვენგანი ძალიან საეჭვოდ მიიჩნევას იმ დამთხვევებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ლოგიკური ჯაჭვით აეწყო ერთმანეთს.

 

საინტერესოა, რომ შევარდნაძეს ამ დღეებში სატელეფონო საუბარი მხოლოდ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებტან ჰქონდა. ახლად არჩეული ალიევი და კოჩარიანი, როგორც ჩანს, გამოცდილებას უზიარებდნენ შევარდნაძეს, თუ როგორ უნდა მოექცეს ურჩ ოპოზიციას. ბოლო რა როლის ტამაში უნდა როსეთს დღეს და არის თუ არა ეს როლი ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა, ამის მიხვედრას ალბათ დიდი გამჭრიახობა არ ჭირდება.

 

შევარდნაძეს, აშკარაა, იმის დემონსტრირება სურს, რომ მასაც ჰყავს მომხრეები და მხარდამჭერები. სამეგრელოში ეს ვერ მოახერხა და, როგორც ჩანს, ამიტომაც გადაწყვიტა, ადამიანების მაგივრად შინაური ცხოველები მოენახულებინა.

სამაგიეროდ ასლან აბაშიძემ მისცა იმის პირობა, რომ აჭარაში ხალხს შეუგროვებდა.

 

ბათუმში გულთბილი მიღების სემდეგ, პრეზიდენტმა აბაშიძე დესპანად ერევენში და აზერბაიჯანში სპეციალური მისიით გაგზავნა. როგორც ცანს, შევარდნაძეს სურს, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტებმა შუამდგომლობა გაუწიონ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ უმცირესობასტან რათა ისინიც, აჭარის მსგავსად, მის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოვიდნენ.

 

ეს არის ყველაზე უწყინარი შეფასება, რომელიც შეიძლება ამ მოვლენებს მიეცეს. თუმცა, თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებთან შოამდგომლობას სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს თხოვს და მეტი სანსი არ დარჩენია, მართლაც უკიდურესად შემაშფოტებელი და სამარცხვინოა.

 

სამწუხაროდ, ეჭვები, რომლებიც აბაშიძის ერევანში ვიზიტს თან ახლავს, კიდევ უფრო სერიოზულია. რატომ დაემთხვა აბაშიძის სომხეთში ყოფნა იქ რუსეთის ტავდაცვის მინისტრის დაუგეგმავ ვიზიტს? აპირებს თუ არა შევარდნაძე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის რუსეთის დახმარებით მოგვარებას? – ეს ის კითხვების, რომელზედაც ზუსტი პასუხები ჯერჯერობით არ არსებობს. მაგრამ უკვე ტრაგედიაა, როცა ამგვარი ეჭვი მოსახლეობის უმრავლესობას არც თუ ისე უსაფუძვლოდ უჩნდება.

თუ შევარდნაძე დღეს მართლაც ქვეყნის მოღალატეობის გზას ადგას, ეს მისთვის უთუოდ საბედისწერო აღმოჩნდება.

მას დღეს კიდევ აქვს შანსი, შეასრულოს იმ ერთადერთი ადამიანის ფუნქცია, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვენოს.

 

მას ჯერ კიდევ დარჩა შანსი, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღოს და ოპოზიციასთან სერიოზულ დათმობებზე წავიდეს. ეს დათმობები კი, უპირველეს ყოვლისა არცევნების სედეგების გაუქმებას ( მინიმუმ, პარალელური დათვლის შედეგების აღიარებას) და თავისი ოდიოზური გარემოცვიდან ყველაზე ოდიოზური ფიგურების განწირვას გულისხმობს.

სხვა შემთხვევაში, მოვლენების ძალიან ცუდი და საშიში გზით განვითარება გარდაუვალია.