|
|
|
ეკა ირემაშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 14 ნოემბერი. გვ. 4.
რამაზ ჩხიკვაძეს გულის შეტევა დაემართა
თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობს რამაზ ჩხიკვაძეს, რომელიც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო ხშირად ღამეს ათენებდა მომიტინგეებთან ერთად პარლამენტის წინ, გუშინ დილით გულის შეტევა დაემართა.
მსახიობი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს დიღმის საავადმყოფოში და კარდიოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს. მას ექიმებმა სტენოკარდიული შეტევა დაუდგინეს. მსახიობს მაშინვე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება, მიაღებინეს გულის საშუალებები.
როგორც "ვილა ბერიკაში" გვითხრეს, დღის ბოლოსთვის რამაზ ჩხიკვაძე თავს კარგად გრძნობდა და ექიმებიც საგანგაშოს არაფერს ამბობდნენ. მსახიობს გვერდიდან არ მოშორებია მეუღლე, ქალბატონი ნატაშა ჩხიკვაძე, რომელიც მეუღლის უეცარი გულის შეტევით ძალიან იყო აღელვებული.
რამაზ ჩხიკვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჩვენთვის უცნობია, კიდევ რამდენ ხანს მოუწევს მსახიობს საავადმყოფოში ყოფნა. |