პრაიმ-ნიუსი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 15 ნოემბერი. გვ. 4.

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჭარის მეთაურს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის ასლან აბაშიძის შეხვედრა გაიმართა პარასკევს დილით რუსულ საგარეო უწყებაში, იტყობინება პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი მოსკოვიდან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ამ მომენტისათვის იგორ ივანოვის და ასლან აბაშიძის კონსულტაციების პირველი ეტაპი დასრულდა. მან აღნიშნა, რომ შესვენების შემდეგ კონსულტაციები გაგრძელდება.ასლან აბაშიძე მოსკოვში 13 ნოემბერს ჩავიდა. მისი ვიზიტის მიზეზები ოფიციალურად არ გახმაურებულა. მანამდე იგი ერევანსა და ბაქოში იმყოფებოდა, სადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებს შეხვდა.

ოპოზიცია აჭარის მეთაურის ამ ვიზიტებს საქართველოში დაწყებულ ანტისამთავრობო გამოსვლებსა და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ გარეშე ძალებისაგან მხარდაჭერის მიღების სურვილს უკავშირებს.

ოპოზიცია უკვე ერთი კვირაა აქციებს მართავს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომის და ახალი საპარლამენტო და რიგგარეშე სარეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.