|
|
თამრ ხორბალაძე“24 საათი”, 2003წ., 18 ნოემბერი, გვ. A1-A2. რუსი კოლეგების სამძიმარისახელმწიფო კანცელარიამ პრეზიდენტის ბრიფინგის დიდ საკონფერენციო დარბაზში ჩატარება გადაიფიქრა – საყვირების ხმა კანცელარიის მეთერთმეტე სართულამდეც აღწევდა. ჟურნალისტების ინტერესი კი გუშინ მართლაც დიდი იყო. გადაჭედი დარბაზში უცხოური მედიის წარმომადგენლები სჭარბობდნენ. სინქრონული თარგმანი და სხვა მსგავსი ,,ფუფუნება” კანცელარაიაში ფუფუნება არ ყოფილა, ამიტომ უცხოელებს ქართველი კოლეგების დახმარებით გაქჰქონდათ თავი. ჩემ გვერდით მყოფმა ჰოლანდიის ტელევიზიის წარმომადგენელმა მთხოვა: ,,როცა იტყვის რომ გადადგება, ან ახალ საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს, ან რაიმე მსგავს მნიშვნელოვანს, მანიშნე.” უცხოელი ჟურნალისტები, რომელთა უმრავლესობა ედუარდ შევარდნაძეს სსრკ-ს დროინდელი საგარეო სქმეთა მინისტრობით იცნობენ, საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტისაგან სწორედ მსგავს გადაწყვეტილებას ელოდნენ. ,,არ გადავდგები... პრეზიდენტი არ გადადგება... არ წავა პრეზიდენტი...” – რამდენჯერმე დაბეჯითებით გაიმეორა გუშინ ედუარდ შევარდნაძემ. მეტიც, პრეზიდენტი არ აპირებს, დანიშნოს ახალი საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები, არ აპირებს, ანგარიში გაუწიოს საზოგადოებას, რომელიც, თურმე, ოპოზიციონერების მარიონეტებდ გცეულა, არ აპირებს ოპოზიციის მოთხოვნების ადეკვატურად მოქმედებას. სმაგიეროდ, ედუარდ შევარდნაძე ითხოვს არჩევნების შედეგების სასწრაფოდ გამოცხადებას, აპირებს პარლამენტის სესიის სასწრაფოდ მოწვევას და ახალი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევას. ედუარდ შევარდნაძე ვითომ აპირებს სიების გამყალბებლების საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანას და ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების დასჯას (მიუხედავად იმისა, საქართველოს მოქალაქე იქნება თუ საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყნის), რომელთა სახელი არ ახსოვს, მაგრამ რომელთაც საარჩევნო სიების კომპიუტერებში შეყვანა უზრუნველყვეს; ეუარდ შევარდნაძე აპირებს, გაიზიაროს უკრაინის, ბელორუსიის და რუსეთის გამოცდილება და ბევრს ფიქრობს იმაზე, გაისტუმროს თუ არა ჯორჯ სოროსი, თავისი ფონდითურთ, ქვეყნიდან, რადგან ,,პოლიტიკა მისი საქმე არ არის”. ედუარდ შევარდნაძე ადასტურებს, რომ ასლან აბაშიძეს მისი თხოვნით შეხვდნენ მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტები. ედუარდ შევარდნაძე არ უარყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტის სამი სატელეფონო ზარი და საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი განსაკუთრებული ინტერესი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ახალ ფაზაში გადასვლას მოწმობს. ედუარდ შევარდნაძე ,,ფლობს” ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ასლან აბაშიძე ,,ბათუმში თუ თბილისში მხარდამჭერთა მიტინგის მოწყობას” გეგმავს, რადგან ოპოზიციამ ,,მთელი კუთხის და არა მარტო ასლან აბაშიძის წინააღმდეგ” უკიდურესი გამონათქვამები იკადრა. ედუარდ შევარდნაძე იხსენებს უახლოეს წაესულს და ამბობს, რომ ეროვნული უმცირესობის დევნა საქართველოში ,,მისი ჩამოსვლის დღიდან შეწყდა”. ედუარდ შევარდნაძეს მიაჩნია, რომ ჯერ პარლამენტმა უნდა დაიწყოს კანონებზე მუშაობა და მხოლოდ შემდეგ შეიძლება საუბარი მთავრობაში სერიოზულ ცვლილებებზე, მათ შორის - საკონსტიტუციოზე. ედუარდ შევარდნაძე კვლავ საუბრობს დიალოგზე, მაგრამ არაფერს ამბობს შესაძლო დათმობებზე... ასეთი გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის განწყობა ერთკვირიანი საპროტესტო ტალღის შემდეგ, ეროვნული დაუმორჩილებლობის გამოცხადების დღეს. ,,არც ჩვენთან და არც თქვენთან კარგა ხნის მანძილზე დემოკრატია არ იქნება,” – მომისამძიმრა რუსული ტელევიზიის სპეციალურმა კორესპონდენტმა ბრიფინგის დასრულების შემდეგ. |