მიხეილ სააკაშვილის მიმართვიდან

,,24 საათი”. 2003 წ. 14 ნოემბერი. გვ. A 1

 

 

 

საქართველოს მოსახლეობას!

მინდა მივმართო თითოეულ ქართველს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა:

საქართველო ჩვენი სამშობლოა. დღეს წყდება თითოეულის ბედი. მიეხედავად იმისა, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდი უპირატესობით გაიმარჯვა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში, არ ვიბრძვით ჩვენი პირადი ხელისუფლებისთვის და არ ვუპირისპირდებით პიროვნულად არავის, მათ შორის იმ ხალხსაც, ვინც აქტიურად გვებრძვის. ხელს ვუწვდით ყველა პოლიტიკურ პარტიას და მის რიგით წევრებს. ისევე, როგორც ქვეყნის უმრავლესობას, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია პოლიტიკასთან.

           

დღეს გადამწყვეტი დღეა საქართველოსთვის. შევარდნაძის ყოველი დამატებითი წუთი საქართველოს ხელისუფლების სათავეში ახალი არასტაბილურობის, სისხლისღვრის, დაქუცმაცების, ეკონომიკური განადგურების, განათლების არ მიღების, ჩვენი მომავლის რეალურად განადგურების საფრთხეს ნიშნავს. ყოველი ერის ცხოვრებაში დგება დღე, როდესაც გულგრილობა დანაშაულია. დღეს ასეთი დღე დგას თითოეული ქართველისთვის. ამიტომ მინდა მივმართო ყველას, ვისაც მიგაჩნდათ და დღესაც მიგაჩნიათ, რომ თქვენ არაფერს წყვეტთ საკუთარი ერის ცხოვრებაში. უკვე მრავალი დღეა, წვიმასა და უამნიოდობაში ათასობით თქვენი თანამოქალაქე დგას რუსთაველზე და იბრძვის ყველა თქვენგანის უფლებისთვის, იცხოვროს გაცილებით წესიერ ქვეყანაში. მინდა გთხოვოთ, დღეს ყველანი მათ გვერდით დადგეთ და ყველამ ერთად მოვითხოვოთ პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომა, მისი 30 წლიანი მართველობის დასასრული. თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ წყვიადს, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ ყაჩაღების რეჟიმს, თუ გვინდა, რომ საკუთარ თავს და შვილებს მომავალი მივცეთ, დღეს 4 საათზე ყველა – სტუდენტები, პროფესორები, მუშები, მეცნიერები, უმუშერები, მიზნესმენები – ყველანი უნდა დავდგეთ რუსთაველზე და ვაცვენოთ შევარდნაძეს ჩვენი ძალა.

           

მინდა მივმართო პოლიციელებს და ჯარის კაცებს – თქვენ გაგამათხოვრად და დაგამცირათ იმ ადამიანმა და მთავრობამ, რომელსაც ახლა იცავთ. მინდა მოგმართოთ, დადექით თქვენი ხალხის გვერდით და იბრძოლეთ თქვენი საკუთარი მომავლისთვის. მინდა მივმართო სახელმწიფო დაწესებულებების მუშაკებს – ჩვენ არავის ვუპირისპირდებით.  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი პროფესიონალიზმი დაფასდეს, ხოლო ასლან აბაშიძის რეჟიმის დამყარების პირობებში თითოეული თქვენგანი დიდ განსაცდელში იქნება.

           

ამიტომ, გთხოვთ, დადგეთ ტქვენი ხალხის გვერდით. ჩვენ ვცდილობდით, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებით მშვიდობიანად შეგვეცვალა მთავრობა, მაგრამ სევარდნაზემ ამის საშუალება არ მოგვცა. ახლა იმისთვის, რომ თავიდან ავისოროთ ძალადობა და უბედურება, ყველანი უნდა დავდგეთ ერთად და მშვიდობიანი მანიფესტაციების გზით შევცვალოთ პრეზიდენტი შევარდნაძე.

           

ტყუილია, რომ შევარდნაძე არ გადადგება, რამდენი ხალხიც არ უნდა გავიდეს ქუჩაში. აღმოსავლეთ ევროპის მასზე ბევრად უფრო ძლიერი მმართველები იძულებულნი გახდნენ, დამორჩილებოდნენ ხალხის მასობრივად გამოხატულ ნებას. შევარდნაძის რეჟიმი ბევრად უფრო მშიშარა და ბევრად უფრო სუსტია. ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ სხვა ერებზე უფრო სუსტები. იქნება დრო, როდესაც განზე გადგომა თითოეული თქვენგანისთვის მრავალწლიანი სინანულის საფუძველი შეიძლება გახდეს. ამასთანავე, თითოეული თქვენგანის შტამომავალი იამაყებს იმით რომ მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს განთავისუფლებასა და ფეხზე დაყენებაში. გამარჯვება ძალიან ახლოს არის. ძალა ერთობაშია! ყველანი ერთად თუ დავდგებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ.