|
როიტერი,,24 საათი”. 2003 წ. 24 ნოემბერი გვ. A5. საქართველოს პრეზიდენტი გადადგაკვირას, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება და ამით დათმობაზე წავიდა იმ ოპოზიციონერების წინაშე, რომლებმაც, შაბათს ,,ხავერდოვანი რევოლუცია” მოაწყვეს და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ. ტელევიზიით გამოსვლისას შევარდნაძემ განაცხადა: ,,მე მივდივარ სახლში.” კითხვაზე, თუ ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი, მან თქვა: ,,ეს ჩემი საქმე არ არის.” მის გადადდგომას წინ უსწრებდა მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთან, ოპოზიციის ლიდერებთან მიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან. მოლაპარაკებები ვეტერანი პრეზიდენტის ქალაქგარე რეზიდენციაში მიმდინარეობდა. ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში გამზადებული იყო. ოპოზიციის ათიათასობით მომხრე პარლამენტის წინ იყო შეკრებილი და, პრეზიდენტის გადადგომის მოლოდინში, წინასწარ ზეიმობდა. მანამდე მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს შევარდნაძის რეზიდენციაზე წასვლისკენ მოუწოდა, რათა ის აეძულებინათ, გადამდგარიყო. საპროტესტო გამოსვლები კი 2 ნოემბრის გაყალბებული გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ერთი დღით ადრე შევარდნაძემ განაცხადა, რომ მზად იყო, ოპოზიციის ლიდერების მთავარი მოთხოვნები განეხილა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ჩათვლით, მაგრამ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები უკვე დაგვიანებულია. პირველი ნიშნები, რომ ის გადადგებოდა, მაშინ გამოჩნდა, როდესაც არმიის და პოლიციის ნაწილებმა ოპოზიციის მხარეზე დაიწყეს გადასვლა. როდესაც სააკაშვილს ჰკითხეს, იყო თუ არა მზად მოლაპარაკებებისათვის, მან განაცხადა: ,,უკვე გვიანაა.” შევარდნაძის მთავარი ბრალდება იყო ის, რომ მან საპარლამენტო არჩევნები გაყალბა, რამაც მისი 11-წლიანი არაპოპულარული მმართველობის შემდეგ, უდიდესი პროტესტი გამოიწვია. შევარდნაძემ, რომელიც 11 წელი იყო ქვეყნის სათავეში, ქვეყანა უკიდურეს სიღატაკემდე მიიყვანა. შაბათს ოპოზიციამ პარლამენტის შენობა დაიკავა. ეს 1989 წელს აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ მოვლენებს ჰგავდა, როდესაც სამხედროები გვერდზე გადგნენ. შევარდნაძე აიძულეს, გაქცეულიყო, ,,შევარდნაძის რეჟიმი გაკოტრებულია. მისი დრო ამოიწურა,” – განაცხადა სააკაშვილმა, 35 წლის პოლიტიკოსმა, რომელმაც იურისტის განათლება აშშ-ში მიიღო. 75 წლის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იგორ ივანოვთან შეხვედრის დროს, ვიდეოკამერების წინ გამოფიტულად და ნერვიულად გამოიყურებოდა. პრეზიდენტის ვიწრო გარემოცვაში ბზარი გაჩნდა და ორად გაიყო. ეროვნული გვარდიის წევრები ოპოზიციის მომხრეებს შეუერთდნენ. |