|
ინტერ-პრესი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 12 ნოემბერი. გვ. 5.
სარიშვილ-ჭანტურიას აზრით, პრეზიდენტი მთელ ოპოზიციურ სპექტრს უნდა შეხვდეს საარჩევნო ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" სპიკერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია იზიარებს ქალაქის მერის ვანო ზოდელავას პოზიციას, რომლის თანახმად, პრეზიდენტი შევარდნაძე არა მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, არამედ მთელ ოპოზიციურ სპექტრს უნდა შეხვდეს. "მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა შეხვდეს მთელ ოპოზიციურ სპექტრს და არა მხოლოდ მათ, ვინც მას აქციებით აშანტაჟებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ. ამასთან, მისი თქმით, ვისაც არ უნდა შეხვდეს პრეზიდენტი, საუბარი არჩევნების შედეგებს არ უნდა შეეხოს, ვინაიდან ეს მხოლოდ ცსკ-ის გადასაწყვეტი საკითხია და პრეზიდენტი მასში არ უნდა ჩაერიოს. . |