|
|
|
ზვიად რუხაძე “24 საათი”, 2003წ., 18 ნოემბერი, გვ. A3. თელავი დაუმორჩილებლობას აცხადებსმიმდინარე სამუშაო კვირა კახეთის რეგიონში საპროტესტო აქციით დაიწყო. გუშინ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ჩაიშალა. პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეთს და შემდეგ თელავის გამგეობის წინ შეიკრიბნენ. ,,ჩვენი აქცია მიზნად ისახავს ოპოზიციის მხარდაჭერას. დღეიდან სახელმწიფოს დაუმორჩილებლობას ვუცხადებთ,” – ამბობს უნივერსიტეტის ლექტორი ელდინა ჯანგულაშვილი. აქციას ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც შეუერთდნენ. თუმცა მანამდე მეზვრიშვილთან დაპირისპირებული თელაველების დეპუტატი თამაზ ხიდაშელი კახეთის პრეზიდენტის რწმუნებულს ბიძინა სონღულაშვილს შეხვდა. საუბარი უშედეგოდ დასრულდა. ,,თამაზ ხიდაშელი კატეგორიულად მოითხოვს ქალბატონ მედეას გადადგომას. ეს საკითხი კი, ჯერჯერობით, განხილვის საგანია. ცნობისათვის, მეზვრიშვილმა განცხადება გადადგომის შესახებ 3 ნოემბერს დაწერა,” – აცხადებს სონღულაშვილი. თამაზ ხიდაშელი კი პოზიციას არ იცვლის და მედეა მეზვრიშვილს კარის აჭედვით ემუქრება. ,,კახეთმა გაიღვიძე. არ დავუშვებთ მაგ ბინძური ქალის შეშვებას კაბინეტში,” – ამბობს ხიდაშელი. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში თელავის გამგებელი რაიონში არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, მან შვებულება აიღო და თბილისში გაემგზავრა. ,,24 საათის” სანდო წყარო კი ირწმუნება, რომ მედეა მეზვვრიშვილი გუშინ პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე, ჯერჯერობით არ საუბრობენ. მეზვრიშვილი რომ მართლა თბილისში იყო, მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა. ,,რა გინდათ, რატომ თავს არ დამანებებთ! მე არსად არ მივდივარ! ახლა თბილისში საქმეზე ვარ. გიჟებთან კიდევ საქმე არა მაქვს,” – გვითხრა მეზვრიშვილმა. დღეიდან თელაველი სტუდენტების გამოსვლები მასობრივ ხასიათს მიიღებს. |