მედია-ნიუსი

,,ახალი თაობა”. 2003წ. 18 ნოემბერი. გვ.2

 

თსუ სტუდენტების ნაწილი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას შეუერთდა

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებს”, - ასეთი ტრანსპარანტების ფონზე დაიწყო დღეს უნივერსიტეტის სტუდენტების მჯდომარე საპროტესტო აქცია უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ. აქციაში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

 

როგორც ორგანიზაცია ,,კმარას” ერთ-ერთი აქტივისტი თეა თუთბერიძე აცხადებს, ეს აქცია მათი ორგანიზებული არ არის, მაგრამ ისინი მიესალმებიან სტუდენტების წამოწყებას და მათი ორგანიზაციის წევრები, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ, აუცილებლად შეუერთდებიან ამ აქციას.