,,24 საათი”. – 2003წ. - #306. – 25 ნოემბერი. – გვ. A1.

 

 

 

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მიმართვა

ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, საქართველოში არსებული რთული ვითარება ღვთის შეწევნით, წმინდა გიორგის ხსენების დღეს, მშვიდობიანად დასრულდა.

პრეზიდენტმა გადადგა ბრძნული ნაბიჯი. მისი გადადგომით განიმუხტა ის მძიმე პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისი, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი. საქართველო გადაურჩა სისხლისღვრას...

ეს არის დაპირისპირებულ მხარეთა სახელმწიფოებრივი და კეთილგონივრული აზროვნებისა და მოქმედბის დიდი შედეგი.

მოვუწოდებ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, მივიდნენ ტაძრებში, აღავლინონ სამადლობელი ლოცვები უფლისადმი და კვლავაც შესთხოვონ ღმერთს სამშობლოს მშვიდობა და კეთილდღეობა.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით, ხელისუფლებისა და პოლიტიკურ ძალთა ძალისხმევით, საქართველოში დღეს შექმნილი სიტუაცია რიტმს დროულად დაუბრუნდება და ქვეყნის ერთიანობასაც საფრთხე არ შეექმნება.

აუცილებელია, რომ მშვიდობიანი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს პოლიტიკურად განსხვავებულ პარტიებს შორის და ადგილი არ ჰქონდეს ამ ნიშნით მოქალაქეთა ფიზიკურ დაპირისპირებასა და შურისძიებას.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მცირე დროა დარცენილი. ბალხი აუცილებლად უნდა განიმუხტოს დაძაბულობისაგან, რომ საქართველო კვლავაც სერიოზული საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს. ეს ალბათ ყველასა აქვს გაცნობიერებული.

მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებიდან და ქვეყანაზე ზრუნვიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა თავის მომხრეებს და საერთოდ მოსახლეობას უნდა მოუწოდოს შერიგებასა და მშვიდობისაკენ.

პოლიტიკურ ლიდერებს შორის უნდობლობისა და დაპირისპირების მოსახსნელად კი ჩვენ მზად ვართ, უახლოეს დღეებში მოვიწვიოთ ისინი საპატრიარქოში, რათა პირველ რიგში თვითონ მიაღწიონ შერიგებას და ურთიერთთანხმობით მოამზადონ ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის. შევთხოვთ უფალს, მოგვმადლოს მეტი რწმენა, გული გონიერი, სიბრძნე და ურთიერთშენდობის უნარი.

 ,,აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი”. ამინ.