|
|
ინტერ-პრესი,,24 საათი”. 2003წ. 14 ნოემბერი. გვ. A3.
ზუგდიდში შიმშილობა დაიწყოგუშინ, ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ფოიეში შიმშილობა დაიწყეს ბლოკ ,,ეროვნული თანხმობა – იბერიის გაბრწყინების” წარმომადგენლებმა გურამ აბსანძემ, სოსო ლაგვილავამ და მათმა თანამოაზრეებმა. მოშიმშილეთა რაოდენობა სულ 0 ადამიანს შეადგენს. მოშიმშილეები პროტესტ უცხადებენ ხელისუფლებას, მოითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას, არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას. როგორც გურამ აბსანძემ განაცხადა, ისინი ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან კონფლიქტში არ შედიან, ოღონდ მათ ხელი არ უნდა შეუშალონ მოშიმშილეთა მშვიდობიან, მჯდომარე აქციას რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ფოიეში იმართება. სამხარეო ადმინისტრაცია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ იყო დაცული, მათ ცოცხალი კედელი აღმართეს და აქციის მონაწილეებს შიგ არ უშვებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, გურამ აბსანძემ და მისმა მომხრეებმა ამ კორდონის გარღვევა მოახერხეს. ,,ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი წარმომადგენლები მხარდაჭერას უცხადებენ ამ აქციას, თუმცა მოშიმშილეთა შორის ამ პარტიის წარმომადგენლები არ არიან. როგორც გურამ აბსანძე აცხადებს, უნდა შეწყდეს ყოველგვარი პოლიტიკური გარიგებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. მისი თქმით, ისინი არიან ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ხელისუფლებასთან არანაირ არანაირ შეთანხმებაზე არ მიდის, თუკი ხელისუფლება არჩევნების შედეგებს ბათილად არ გამოაცხადებს და არ გადადგება პრეზიდენტი. |