|
ინტერ-პრესი ”24 საათი”, 2003 წელი, 19 ნოემბერი, გვ. A 7
ზუგდიდელი სამართალდამცველები ”კმარას” პროკლამაციებს ეცნობიან
”კმარას”აქტივისტებმა ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მობილიზებულ შინაგანი ჯარისა და სამხარეო პოლიციის ქვედანაყოფებს დღეს პროკლამაციები დაურიგეს, რომლებითაც მას ხალხის გვერდით დადგომისა და ქვეყნის გადარჩენისაკენ მოუწოდებდნენ.
”შევარდნაძის უზნეო მთავრობას ერთადერთი იმედი დარჩა – გამოგიყენოთ თქვენივე ძმების წინააღმდეგ და გიბრძანოთ, ათასობისთ გაჭირვებულ, ღირსებაშელახულ ქართველს ტყვიები და ხელკეტები დაუშინოთ. გვჯერა თქვენი ქართველობის, ვაჟკაცობის და იმის, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ. გამარჯვება ძალიან ახლოსაა,” – ნათქვამია პროკლამაციებში.
”კმარას” აქტივისტებმა ყველა საჯარისო შენაერთს, პოლიციას, შინაგან ჯარს, ეროვნულ გვარდიას ერთად დგომისკენ და საქართველოს ერთად დაბრუნებისკენ მოუწოდეს. |