მედია-ნიუსი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 15 ნოემბერი. გვ. 5.

 

 

ზუგდიდის სამხარეო გამგეობის შენობაში შიმშილობა დაიწყო

ზუგდიდში ბლოკის ეროვნული თანხმობა-იბერიის გაბრწყინების ლიდერმა გურამ აბსანძემ საპროტესტო აქციის გამართვის შემდეგ ზუგდიდის რაიონის სამხარეო გამგეობის შენობაში შეაღწია და თავის მომხრეებთან ერთად შიმშილობა დაიწყო.

მისი მოთხოვნებია გადადგეს პრეზიდენტი შევარდნაძე და გაუქმდეს 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. ამჟამად ზუგდიდის გამგეობის შენობის პირველ სართულზე შიმშილობს აბსანძის პარტიის 24 წევრი. როგორც აბსანძემ მედია-ნიუსს აცნობა, უკვე დაიწყო მის მხარდამჭერთა აქციები ქუთაისში, ოზურგეთსა და მარტვილში და სულ მალე უფრო მასშტაბურ ხასიათსაც მიიღებს. გურამ აბსანძეს შეხვდა პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში ბონდო ჯიქია, რომელმაც ეს უკანასკნელი ზუგდიდის სამხარეო გამგეობის ბლოკირებაში დაადანაშაულა.

ჩვენ გარკვეული დაპირებები მივიღეთ ბონდო ჯიქიასგან, მაგრამ შიმშილობის აქციას არ შევწყვეტთ. თორმეტი წელიწადი ველოდი იმ შანსს, რომ მშვიდობიანი ეტაპირებით გადამეყენებინა შევარდნაძე, რომელმაც ჩვენი კანონიერი ხელისუფლება დაამხო და დღეს ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ, - განუცხადა მედია-ნიუსს გურამ აბსანძემ.