ახალი თაობა 18 ნოემბერი 2003 წელი გვ.3, 7

 

 

ზიადისტები მხარს ხელისუფლებას უჭერენ

რუსთაველის გამზირი კვლავ იბრუნებს ჩვეულ სახეს და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების თავშეყრის საყვარელინ ადგილი ხდება. რუსთაველის გამზირის დაკავებისათვის პოლიტიკურ პარტიებს უკვე ღია ბრძოლა აქვთ გამოცხადებული. საკმარისია ერთმა დაჯგუფებამ ცოტა ხნიტ მიატოვოს იქაურობა, რომიმ ადგილხე უმალ სოკოებივით ამოდიან ახალი პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანები. გამონაკლისი არც მიმდინარე წლის ტკბილი ნოემბერი იყო.

           

14 ნოემბრის გრანდიოზული მიტინგის შემდეგ ოპოზიციამ 2 დღიანი შესვენება აიღო და მომავალი გრანდიოზული მიტინგისათვის დაიწყო სამზადისი. ქალაქის დასუფთავების სამსახურმა კი დრო იხელთა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო. გუში დილიტ კი ხეირიანად გათენებული არ იყო, რომ პარლამენტის სენობის წინ გურამ შარაძე, ცოტნე ბაკურია და ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქვრივი მანანა არჩვაძე გამოჩნდნენ. მათ ბუნებრივია მხარს საკუთარი მომხრეები უმშვენებდნენ. მართალია მათი რაოდენობა სააკაშვილის მომხრეთა რაოდენობას ახლოსაც ვერ მიუდგებოდა, მაგრამ ისინი იხტიბარს არ იტეხდნენ და არნახული ენთუზიაზმით იცავდნენ საქართველოს არსებულ ხელისუფლებას.

           

ბოლო ორი კვირის მანძილზე რუსთაველის გამზირი სააკაშვილის მომხრეებს ჰქონდათ პრივატიზებული, ამდენად, ისინი მშვიდად ვერ შეეგუბოდნენ იმ ფაქტს, რომ მათი კუთვნილი ადგილი სხვებმა დაიკავეს.

           

მაშინ, როდესაც აღორძინების, გურამ შარაძის და მანანა არჩვაძის მომხრეები პარლამენტის კობეებიდან საკუთარ მოსაზრებებს აყალიბებდნენ, ქაშუეთის ეკლესიასთან “კმარას” აქტივისტები და სააკაშვილის მომხრეები გროვდებოდნენ. ქუჩის აქეთა და იქითა მხარეს მდგარ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათიები არ ამოძრავებთ და საკმაოდ დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ისინი ერთმანეთს დატაკებოდნენ. მხარეებს ერთმანეთი რომ არ დაეპორჭყნათ, მათ უსაფრთხოებას თბილისის პოლიციის სპეცრაზმი უზრუნველყოფდა.

           

სააკაშვილის და ჟვანიას მომხრეებმა გადაწყვიტეს ორიგინალური ხერხით შეეშალათ ხელი პარლამენტის შენობასთან დაბანაკებულებისათვის. რამდენიმე ათეული ადამიანი ქაშუეთის მხარეს გამწკრივდა და მიახლოებულ სამარშრუტო ტაქსებს მუშაობასი ხელს უშლიდნენ. უფრო სწორად ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ “მარშუტკის” მძღოლებს სვლა შეეჩერებინათ. გაჩერებულ მანქანაში კი რამდენიმე წვერგაუპარსავი ჯეილი ერთხმად ყოფდა თავს და მძღოლს დაახლოებით ასეთ რემეს სთხოვდა: “ჯიგარ, ერთი მიასიგნალე” და მძღოლებიც ასიგნალებდნენ და რუსთაველზე საშინელი გნიასი იდგა.

           

სააკაშვილის მომხრეებს მიტინგების მოწყობა ახლახანსღა აქვთ დამუღამებული, მანანა არჩვაძეს და მის მომხრეებს კი მიტინგებში ჭიპი აქვთ მოჭრილი, ამიტიმაც სიგნალებით მომავალ მანქანებზე მათ არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ. ბაკურია შარაძე სააკაშვილს და ჟვანიოას იეღოველების მფარველებ, ერის დამღუპველებს და სხვა ამდაგვარს უწოდებდნენ. მანანა არჩვაძე კი კანონიერი ხელისუფლების აღდგენას მოითხოვდა და ჟვანია-სააკაშვილის დუეტს სულ ქოქოლას აყრიდა.

           

ამ განცხადებებს გულაჩუყებულნი უსმენდნენ ქუჩის მეორე მხარეს მდგომნი. კმარას აქტივისტები, ნაციონალების და ბურჯანაძე-დემოკრატების მომხრეები ჩუმი ბოღმითა და გინებით ეგებებოდნენ ქუჩის მეორე მხრიდან წამოსულ ნებისმიერ გაბნცხადებებს. თუმცა იქით გადასვლას ვერ ბედავდნენ.

           

- პარლამენტის შენობის წინ კი გაქანებული მიტინგი მიდიოდა. მცირერიცხოვან მიტინგს ნელ-ნელა ემატებოდა ხალხი. მოიკოდნელად მიტინგხე კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული ემზაე კვიციანიც გამოჩნდა. მისმა გამოჩენამ იქ მყოფნი ცორტა არ იყოს დააბნია, თუმცა დაბნეულობას მალე სძლიეს და კოდორის ხეობის წარმომადგენლებს ტასით მიესალმნენ.

           

“მე არასროს არც ერთ მიტინგზე არ გამოვსულვარ. ალბათ, არც ამ მიტინგზე მოვიდოდი, მაგრამ დავინახე, რომ ხალხს ჯვარეები ეკავათ ხელში და სანთლები ენთოთ. ამიტომაც მოვედი აქ, რომ დავინახე სისუფთავე და ქართული სული” – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

           

იმავე კვიციანმა მოიტანა ამბავი იმის შესახებ, რომ კოდორის მოსახლეობამ წერილი გამოაგზავნა. ბეობის მოსახლეობა საქართველოს დედაქალაქში მომდინარე მოპვლენებს თვალს შეშფოთებიოთ ადევნებს. ისინი მოითხოვენ, რომ გამოსავალი სასწრაფოდ იქნეს მოძებნილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელის კოდორის ხეობა დაიკარგოს კიდევაც.

           

არავის უწყის, რამდენ ხანს გაგრძელდება მანანა არჩვაძის მომხრეებიას მიტინგი რუსთაველის გამზირზე. თუ წარსულს გადავხედავთ, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მანანა არჩვაძე და მისი მომხრეები რუსთაველის გამზურზე მინიმუმ რამდენიმა თვის მანძილზე მაინც დარჩებიან.

           

ვისაც აღარ გახსოვთ შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ პარლამენტის შენობის კუდეები სწორედ არჩვაძის მომხრეებს ჰქონდათ პრივატიზებული. როგორც კი მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის წინ მოიკალათეს, მაშინვე გაჩნდა ჭორები იმის თაობაზე, რომ ისინი გარკვეული სამსახურის დავალებას ასრულებდნენ. ამ ინფორმაციების გავრცელებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საკანონმდებლო შენობის წინ დაბანაკებულ ქალებს პოლიციაც არ დაეძგერა. მერე რამდენიმე თვემ ისე გაიარა, რომ ის მანდილოსნები ყოველდღიურად “აბირჯავებდნენ” პარლამენტის კიბეებზე. ბოლოს კი “სვისტოკები” შეიძინეს და ისე უსტვენდნენ. დეპუტატები სხდომათა დარბაზშიც კი ვერ ჩერდებოდნენ.

           

ჩვენ კანონმდებლებს ხმაური და წიოკი მართალია დედის რძესავით ერგებათ, მაგრამ ის სტვენა ვერ აიტანეს და განგაში ატეხეს. ბელისუფლებაც იძულებული იყო ის მიტინგი აღეკვეთა. ბელიუფლება მართალია ამტკიცებდა, ამ ქალებთან არავითარი საერთო არა გვაქვსო, მაგრამ ძალიან მალე გაირკვა, რომ მათ ერთმანეთთან ძალიან ბევრი საერთო ჰქონდათ, იმაზე ბევრი, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.

           

2001 წლის ნოემბერში რუსთაველის გამზირზე გრანდიოზული მიტინგები იმართებოდა. ხელისუფლებამ მომიტინგეები დიდი ძალისხმევით დაშალა. ახალი მიტინგების თავიდან აცილების მიზნით კი პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ასეული მანდიკოსანი დასვა, რომელთაც სასახელოთაც უნდა ითქვას, რომ მათ იქ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ გააჭაჭანეს. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, პარლამენტის კიბეებზე ამ მანდილოსნებმა ახლაც მოიკალათონ. ცოტნე ბაკურიას თუ დავუჯერებთ, ამ დღეებში მომიტინგათა რაოდენობა უფრო გაიზრდება. ასე რომ, სააკაშვილს და მის მომხრეებს ახლა უკვე ბრძოლით მოუწევთ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დაკავება. გუშინ იქ მდგომი ადამიანები აცხადებდნენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ერის მოღალატეების და ვაი პოლიტიკოსების პარპაშს საქართველოში და არც რუსთაველზე მისცემენ უაზრო მიტინგაების ჩატარების უფლებას.