|
საქართველოს რესპუბლიკა, 13 დეკემბერი, 2003 წელი, ინტერ –პრესი, გვ.2
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გუშინ ნაშუადღევს,პრეზიდენტობის კანდიდატის იგორ გიორგაძის 81.000 მხარდამჭერის სია შევიდა. მხარდამჭერთა სიები გიორგაძის ნდობით აღჭურვილმა პირებმა და მისმა მეუღლემ ქეთევან გიორგაძემ წარადგინეს. როგორც ქეთევან გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ 280.000- ზე ხელმოწერა აქვთ შეგროვილი, თუმცა ცესკო-ს ამდენი მხარდამჭერის სიის მიღებაზე უარი თქვა და საბოლოოდ ცსკ-ს მხოლოდ 81.000 მხარდამჭერის სია გადაეცა, რომელიც კანდიდატის მეუღლის თქმით, ძირითადად სამაჩაბლოსა და გალის რაიონში შეგროვდა, გარკვეული ნაწილი კი მთათუშეთში, ხევსურეთსა და სვანეთში. ქეთევან გიორგაძის მტკიცებით, იგორ გიორგაძე ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა მის ადგილსამყოფელს არ ასახელებს. ცსკ-ში წარდგენილ განცხადებაში იგორ გიორგაძის რეგისტრაციის ადგილად თბილისი, კუტუზოვის ქუჩაა მითითებული. ქეთევან გიორგაძის განცხადებით, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია იგორ გიორგაძეს რეგისტრაციაში არ გაატარებს, მისი მხარდამჭერები ამ ფაქტს პოლიტიკურ შეფასებას მისცემენ და სასამართლოში გაასაჩივრებენ. იგორ გიორგაძე საერთაშორისო ტერორისტად არის აღიარებული. |