|
საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ.6 იანვარი.გვ.1.
417 საარჩევნო უბნის მონაცემებით მიხეილ სააკაშვილმა ხმათა 96.7 პროცენტი მიიღო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ცესკოში უკვე შესულია 417 საარჩევნო უბნის მონაცემები და დათვლილია 350 ათასამდე საარჩევნო ბიულეტენი.
როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, აღნიშნული რაოდენობის ბიულეტენების დათვლის შედეგად ცესკოს უკვე შეუძლია პრეზიდენტობის კანდიდატების პროცენტული მაჩვენებლები დაასახელოს. ამრიგად, 0,53 პროცენტი მოიპოვა როინ ლიპარტელიანმა, 0,28 პროცენტი ქართლოს ღარიბაშვილმა, 0,09 პროცენტი ზურაბ ქელეხსაშვილმა, 0,03 პროცენტი ზაზა სიხარულიძემ, 2,47 პროცენტი თემურ შაშიაშვილმა, ხოლო 96,7 პროცენტი მიხეილ სააკაშვილმა. 350 ათასი ამომრჩევლიდან 1,43 პროცენტმა ყველა კანდიდატის წინააღმდგ მისცა ხმა. |