|
ზაზა ბაკაშვილი“ახალი თაობა”, 2003 წლის 19 ნოემბერ, გვ.6.
ჩინოვნიკების ინტრიგების ქსელი ეკონომიკურ კოლაფსამდე მივიდა გაერთიანებული ოპოზიციის გამოსვლებმა და სამოქალქო დაუმორჩილებლობამთავისი შედეგი, შეიძლება ითქვას, უკვე გამოიღო. ყველაზე პესიმისტური გათვლებით, თბილისისა და სხვა ქალაქების ბაზრები შესაძლოა, სულ მალე დაცარიელდეს. იმპორტი შეჩერებულია და აქედან მისაღები თანხებიც, ანუ შემოსავლები, ის რაც ხალხს შემდეგ პენსიებისა და ხელფასების სახით უნდა დაუბრუნდეს, პირდაპირ პროპორციულია დასაბეგრ ბაზასთან. ამას ემატება საკვები პროდუქტებისა და ნავთობპროდუქტების გაძვირება. თვალში საცემი და დამაფიქრებელია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საერთაშორისო რეისების შემცირება. ქვეყნიდან წამსვლელთა რიცხვი უკვე აშკარად სჭარბობს თბილისში ჩამომსვლელთა რიცხვს (ყოველ შემთხვევაში, ამას ადასტურებს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის უფროსი). კატასტროფულად მცირდება, უფრო სწორად, ნახევრდებასაქართველოს გავლით სატრანზიტო ტვირთების მოძრაობის მაჩვენებელიც. საგადასახადო სამსახურები გადასახადების საგრძნობლად შემცირებასა და საბაჟო დეპარტამენტი იმპორტის განახევრებაზე ინფორმაციას არ მალავს. ქვეყანა აშკარად ეკონომიკურ კოლაფსამდე და ეს ყველანაირი ლოგიკით მოსახლეობამ უნდა იცოდეს. უნდა იცოდეს ისიც, თუ ვისით მივიდა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე და თვის ბოლოს ვის მოსთხოვენ და რატომ პასუხს შეუსრულებელ ბიუჯეტზე.
უკვე ორი დღეა ოპოზიციის ეკონომიკურმა ექსპერტებმა ღიად და კანცელარიის სხვადასხვა სართულზე მოკალათებულმა გარკვეულმა ჩინოვნიკებმა ფარულად დაიწყეს იმის მტკიცება, თუ რატომ ძაბავს ისედაც დაძაბულ მდგომარეობას ეკონომიკური სამსახურების მიერ გაკეთებული შემაშფოთებელი განცხადებები. ეს წესით და რიგით, ის არა ლოგიკური დამთხვევაა, როცა ოპოზიციისა და კანცელარიის ზოგიერთი ჩინოვნიკის ინტერესები ერთ ყალიბში ექცევა. გათვლა მარტივია, ეკონომიკური კრიზისი განიხილონ პოლიტიკური კრიზისის გარეშე და შედეგზე პასუხი აგონ იმ სამსახურის შეფებმა, რომლებსაც პასუხი მოეთხოვებათ გადასახადების მობილიზებაზე. რა უფრო ძაბავს სიტუაციას, იმის თქმა, რომ იმპორტი შემცირდა, თუ პარლამენტის წინ ‘გადადექი გადადექის” შეძახილები, რამაც გამოიწვია ის ეკონომიკური შედეგი, რაც დღეს არის და რომელიც თვის ბოლოს, წლის ბოლოს და მომავალ წელს უფრო გამწვავდება. ეს რომ ასეა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებული გამოცდილებაც მოწმობს. საქვეყნოდ არის ცნობილი, თუ რა შედეგები გამოიღო რამდენიმე წლის წინათ სამხრეთ ამერიკის ერთერთ ქვეყანაში ანტიგლობალისტების მასშტაბურმა გამოსვლებმა, რომ არაფერი ითქვას ეროვნული ვალუტის კურსსა და იმ ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამების შეჩერებაზე კი არა, საერთოდ, ქვეყნიდან ამ ორგანიზაციის წასვლაზე.
სახელმწიფო კანცელარიის მავანი მრჩევლები და ექსპერტები უფრო შორს მიდიან და იმაზეც მიუთითებენ, რომ საბაჟ და საგადასახადო შეფები ალიანსშია ოპოზიციასთან, რომ თვის ბოლოს მათ მიერ მობილიზებული შემოსავლებით ვერ დაფინანსდეს ხელფასები, პენსიები და ამით ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოთა რიცხვი გაიზარდოს. ეს აბსურდული ლოგიკაა, რადგან აღარავინ მეტყველებს იმაზე, თუ რა რეჟიმში უწევს ფინანსთა სამინისტროს მუშაობა. არავინ კითხულობს რა დავალიანება დატოვა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ექს შეფმა მიხეილ მაჭავარიანმა, რა გაისტუმრა ექს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და რატომ აქვს ფინანსთა სამინისტროს ეროვნული ბანკის 808 მილიონი ლარის დავალიანება. სხვათა შორის, ამ თანხიდან მიმდინარე წელს მხოლოდ 266 მილიონი ლარი მოდის და დანარჩენი 600 მილიონი გასული წლების დავალიანებაა.
საქვეყნოდ არის ცნობილი, თუ როგორ მუშაობს საგადასახადო სამსახური, თუმცა ამ ერთი წლის მანძილზე (გეგმის პერმანენტული შესრულება, განსხვავებით, 2001-2002 წლებისა, როცა საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, სსფ-ს პარამეტრის შესრულებით იწონებდა თავს. ასევე, სხვათა შორის, ეს პარამეტრი დაგეგმილზე 20 მილიონი ლარით ნაკლები იყო). რატომ არავინ კითხულობს რის ხარჯზე გაიზარდა ჩრდილოვანი ეკონომიკა, აქვს თუ არა ამას საფუზველი გასულ წლებში და რატომ მოაფიქრდა ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრს ლადო პაპავას ჩრდილოვანი ეკონომიკის ინდექსის მოფიქრება (ეს ისე, ტვინის სავარჯიშოდ). მით უფრო გაურკვეველია ამ გათვლებში საბაჟოს მონაწილეობა, ეს მაშინ, როცა პრეზიდენტის ოჯახთან, საბაჟოს შეფის ახლო კავშირების თაობაზე, მაისში, თარხან-მოურავის დანიშვნის დროს იყო გავრცელებული. რა შეიცვალა მაისის შემდეგ? საბაჟო გეგმას ასრულებს და თანაც გადაჭარბებით (ამის შესახებ პრესა ყოველთვის ბოლოს აღნიშნავს). აღმოფხვრილია აჭარის საბაჟოსთან ადრე არსებული უთანხმოება(ეს პრესის ფურცლებზე იბეჭდებოდა), შესრულებულია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები (საერთაშორისო სავალუტო ფონდის სექტემბრის მემორანდუმი) და სისტემას სისტემად ჩამოყალიბების პრეტენზია უჩნდება. საკითხავია ის ფაქტიც, რატომ გახდა ახლა საბაჟო გადასახდელების გაძვირება აქტუალური, როცა თვეზე მეტია საბაჟო გაძვირებული ფასებით მუშაობს და ისიც საკითავია, იმპორტიორების მაგივრად რატომ ლაპარაკობენ ისინი, ვისაც დღევანდელი პოლიტიკური კრიზისის დროს გაახსენდა უმნიშვნელოდ მომატებული ფასები. ესეც ერთი არა ლოგიკური დამთხვევა და აშკარად იმ ძალების გამოჩენა, რომელსაც სურს თავისი ფინანსური მოგების შენარჩუნება და არ სურს ქვეყნის წინსვლა. გაზეთში საბაჟოს შეფის მიერ გაკეთებული კომენტარი იმის თაობაზე, რომ საბაჟოს ფასები ევროპულთან უნდა მიახლოვდეს, ეს რეალობაა. ნამდვილად ეს რეალობაა, სახელმწიფო სამსახურის უნიათო მუშაობა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ხელისუფლებასთან და თუ მუშაობს მაშინ პირდაპირ კავსირშია უწყების მიმართ განხორციელებულ ავანტიურასთან. კიდევ ერთი რამ გახდა საცნაური, კანცელარიის ზოგიერთი ჩინოვნიკი ასე აშკარად რატომ ხლართავს ინტრიგების ქსელს, იმიტომ ხომ არა, რომ თარხან-მოურავი არა ერთხელ დაუსახელებია სახელმწიფო მინისტრის რეალურ კანდიდატად? (ესც ისე ტვინის სავარჯიშოდ).
და ბოლოს, უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რა ეკონომიკური ზარალი მიადგება მის ქვეყანას. ამ შემთხვევაში აღარ აქვს მნიშვნელობა, 2 ნოემბრის საარჩევნო ყუთთან რომელი ნომერი შემოხაზა. ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა, ინვესტიციები შეჩერებამდეა მისული, შემოსავლების მობილიზება კატასტროფამდეა მისული, დავალიანება იზრდება და ხელფასები და პენსიები თვის ბოლოს გაუცემელი დარჩება. ამის დამალვა იქნებოდა თითოეული აქ მცხოვრები ადამიანის მიმართ ღალატი და არა ის, რომ სხვადასხვა სამსახურები შემაშფოთებელ ტენდენციებზე პანიკის ნაცვლად რეალურ ციფრებს აქვეყნებს. |