დილის გაზეთი. 2004წ. 4 იანვარი. გვ. 2.

 

ჩვენ ამათი არ გვჯერა, ვისაც სჯერა, გავატარებთ

,,ახალი მემარჯვენეები” საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარებას მხარს უჭერენ, მაგრამ თავად წარმოდგენილ კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთება უჭირთ. თუმცა, ახალ წელს საკუთარ უნდობლობაზე უფრო მოსახლეობის იმედების გამართლებას. ამ საკითხზე ,,დილის გაზეთს” ესაუბრება ,,ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე.

        

-- ჩვენი პარტიის პოზიცია ცნობილია. ,,ახალი მემარჯვენეები” მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში უნდა ჩატარდეს. ყოვლად გაუგებარ მდგომარეობაში მყოფ ხელისუფლებაში რაღაც ლეგიტიმური რგოლი უნდა გაჩნდეს. ჩვენ ასევე ვითხოვდით, რომ ეს არჩევნები ცოტა უფრო უკეთესად ჩატარებულიყო სამართლიანობის თვალსაზრისით, ვიდრე ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ სიების ფორმირების ის წესი, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანერგა, ამის საფუძველს არ იძლევა. ჩვენ ამ წესს ვაპროტესტებდით. საკონსტიტუციო სასამართლოში სესაბამისი სარჩელის შეტანის შემდეგ გაუქმდა არჩევნების დღეს ამომრჩევლის რეგისტრაციის აკრძალვა, ანუ აღდგა დამატებითი სიები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესი და სიების ფორმირება ზალიან გაუგებარი პრინციპების მიხედვით ხდება. სიები ისევ გაუგებარია, კარუსელის მექანიზმიც არის ჩადებული. გაუგებარია, რატომ დასჭირდა დღევანდელ ხელისუფლებას ეს. პრეზიდენტობის კანდიდატს მართლაც არა ჰყავს კონკურენტუნარიანი ოპონენტი. ამიტომ, საცდელად და საჩვენებლად მაინც ჯობდა, რომ ცოტა უფრო კარგად ჩატარებულიყო ეს არჩევნები.

        

-- შესაძლოა, არსებობს იმის საშიშროება, რომ პრეზიდენტის ასარჩევად საჭირო ამომრჩეველთა რაოდენობა არ მოვიდეს არჩევნებზე.

        

-- მგონია, რომ არჩევნებზე მივა ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა პრეზიდენტის ასარჩევად. მაგრამ აქ, როგორც ჩანს, გათვლაა იმაზე, რომ ძალიან მარალი პროცენტი უნდა მიიღოს მომავალმა პრეზიდენტმა და ამაში გაყალბების წილი წინასწარ შეიძლება ვივარაუდოთ. ბევრად უფრო მაშფოთებს ამის შემდგომი ვითარება. საპარლამენტო არჩევნები თუ მალე დაინიშნება, ერთ მშვენიერ დრეს გვეტყვიან, რომ სიები ფანტასტიკურია. ამომრჩევლებმა თვიტონ გაიარეს რეგისტრაცია და ამ სიებით უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნებიც.

        

-- და არის იმის შესაძლებლობა, რომ მალე ჩატარდეს საპარლამენრო არჩევნები. დერ ხომ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის?

        

-- მარტსაც მალეს ვეძახი. ჩვენ რა კონსულტაციებსაც დავესწარით, იყო ასეთი საუბარი, რომ ახლა გვეჩქარება, საპრეზიდენტო არჩევნები ჩასატარებელი გვაქვს. საარჩევნო სიებზეც და კომისიებზეც მერე მოვილაპარაკოთ. ახლა კი უკვე გაისმა ნოტები, რომ ძალიან კარგად გამართული სიები გვაქვს და იქნებ ამ სიებით ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნებიც. ეს თუ ასემ მოხდა, იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და დანაშაულის ტოლფასი გადაწყვეტილება. ჩვენ ძალიან სერიოზულად გავილაშქრებთ ამის წინააღმდეგ.

 

-- თქვენ თავად თუ წახვალთ არჩევნებზე და ვის დაუჭერთ მხარს?

         

-- ჩემს სიმპათიებს ამ არჩევნებზე, სამწუხაროდ, არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს. არ მეღირსა, რომ გულითადად ვაძლევდე რომელიმე პრეზიდენტობის კანდიდატს ხმას.

           

-- თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები, თუნდაც, საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით?

        

მომავალი პრეზიდენტი ეშურება, რომ ძალაუფლება აიღოს ხელში, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ჟვანიას გუნდს წარმოადგენენ და პირადად ჟვანიაც ყველანაირად შეეცდებიან, რომ თავიანთი ბერკეტებიც შეინარჩუნონ. აქ იქნება ხელის გადაგრეხვის პრინციპი, სააკაშვილი აჯობებს თუ ჟვანია, რაღაცა მექანიზმის წყალობით. თუმცა, ამ შემთხვევაში, ისინი ერთი გუნდის წევრები არიან და ერთნაირად ეკისრებათ პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე. ჩემთვის ისინი პასუხისმგებლობას ერთად იღებენ. ვიღაცა თუ ცალცალკე აწყობს გარიგებებს ჟვანიასთან და სააკაშვილან, ეს მისი საქმეა.

           

-- ,,ახალი მემარჯვენეების” პოზიცია ბიუჯეტთან დაკავშირებით ყოველთვის მკვეთრი იყო. ახალი ხელისუფლების საფინანსო პოლიტიკას როგორ შეაფასებთ?

           

-- უცნაურად არ გეჩვენებათ ის ფაქტი, რომ რევოლუციის შემდგომი მთავრობა ძალიან მძიმე ცვლილებების პროექტით შემოდის პარლამენტში. მთელი დღეები მოუწოდებენ პარლამენტს, რომ ბიუჯეტი ცარიელია და გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და სხდომებზე თავად სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლები არ დადიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს პასუხისმგებლობა ახსენდებათ მხოლოდ სხვასთან მიმართებაში. თავად არ არიან შეჩვეულნი პასუხისმდებლობით ცხოვრებას. მე მათი ნამდვილად არ მჯერა, მაგრამ ვისურვებდი, რიმ იმათ გაუმართლდეთ ნდობა, რომლებიც ამ ადამიანების გამო ქუჩაში იდგნენ. იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ძალიან ცუდად შემოუტრიალდება კიდევ ერთი ნდობადაკარგული ხელისუფლების არსებობა. საზოგადოება მართლაც შეიძლება აპათიაში ჩავარდეს. მოხარული ვიქნები, ტუ საზოგადოების ნდობა უფრო გამართლდება, ვიდრე ჩემი უნდობლობა.

           

-- უკვე წარსულს ჩაბარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებთ?

           

-- რაც არ უნდა დავარქვათ ამ რევოლუციას, ვარდების, თუ ეკლიანი ვარდების რევოლუცია, ეს მაინც იყო ძალაუფლების ძალადობის გზით ხელში არების მცდელობა. ამ რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც მანამდე არაერთხელ ისწრაფოდნენ სხვადასხვა გზებით ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ფაქტია, რომ მათ ხელისუფლება არცევნების გარეშე აიღეს. არჩევნების გზით ეს ადამიანები უმრავლესობაში ვერასოდეს მოვიდოდნენ. ახლა ყველანაირად შეეცდებიან, რომ მართვის სადავეები ხელში აიღონ.