|
|
|
24 საათი. 2003წ. 16 დეკემბერი. გვ. 3. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ქართლოს ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილს არ ჰყავს ალტერნატივა, ,, დემოკრატიის შეურაცხყოფაა” და მიმართულია პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების ,, დათრგუნვისაკენ”. როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, პრეზიდენტობის კანდიდატების ,, დათრგუნვის” მეთოდს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც იყენებდა 1995 და 2000 წლების არჩევნებზე, თუმცა მასზე ეს ხერხი არ მოქმედებდა. ღარიბაშვილის აზრით, მას სააკაშვილზე,,ნაკლები პოპულარობის კოეფიციენტი” არ აქვს. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, სააკაშვილს და სახელმწიფო მინისტრს ზურაბ ჟვანიას მხოლოდ არჩევნების გაყალბების და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლის გამოცდილება აქვთ. |