24 საათი. 2003წ. 15 დეკემბერი. გვ. 2.

 

 

შაშიაშვილი ბრძოლას გააგრძელებს

თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობისთვის ბრძოლოას გააგრძელებს და კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. ამის შესახებ მან გუშინ ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,, გავიმარჯვებ თუ დავმარცხდები, ამ ბრძოლას ყველა შემთხვევაში ექნება აზრი”, - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა. იმერეთის ყოფილმა გუბეტრნატორმა ბათუმში ვიზიტის დეტალებზეც ისაუბრა. შაშიაშვილმა ვიზიტი სასარგებლოდ შეაფასა და განმარტა, რომ თუ მანამდე მისთვის ,, ბევრი რამ ბურუსით იყო მოცული”, ბათუმში სტუმრობის შემდეგ ის ,, ზოგ საკითხში საბოლოოდ გაერკვა”. ,,მივხვდი, რომ მე და ასლან აბაშიძეს ცენტრი კი არ გვაერთიანებდა, პირიქით, გვაპირისპირებდა”< - განაცხადა შაშიაშვილმა, რომლის შეფასებით, ეს ,,მოქალაქეთა კავშირის მომაკვდინებელი იდეოლოგია იყო. თემურ შაშიაშვილი აჭარაში 12 დეკემბერს იმყოფებოდა და რეგიონის ლიდერს ასლან აბაშიძეს შეხვდა.