ახალი თაობა 2003 წლის 25 ნოემბერი გვ. 3

 

შაშიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებას იწყებს  

იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმა სამსახურობრივი ავტომანქანა “ჯიპი” ქუთაისის მერიიას ავტოფარეხშიდააყენა და ახლობლის კუთვნილი მანქანით “პრესის სახლში მივიდა, სადაც პრესკონფერენცია გამართა.

           

მან ჟურნალისტების საშუალებით ქუთაისის და მთლიანად იმერთის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა 10 – წლიანი თანამშრომლობისათვის და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ქვეყანაში შექმნილი პროცესების გამო არ ეძლევა საშუალება კვლავ ემსახუროს ხალხს.

           

მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ ხედავს თავის ადგილს ბურჯანაძეჟვანია სააკაშვილის გვერდით, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, იგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იწყებს მზადებას. თემურ შაშიაშვილი 1989 წელს ქუთაისის ქალაქკომის პირველი მდივანი იყო. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მთავრობის დროს იგი უმუშევარი დარჩა. 1993 წელს ქუთაისის მერად დაინიშნა, ხოლო 1995 წლიდან დუშინდელ დღემდე რწმუნებული იყო იმერეთის მხარეში.