საქართველოს პრესპუბლიკა. 2004წ. 6 იანვარი. გვ. 2.
შეიძლება აღდგეს?...
აჭარაში
საგანგებო
მდგომარეობა
გაუქმებულია,
მაგრამ
,,აუცილებლობის
შემთხვევაში,
აღდგება”.
ამის
შესახებ
ავტონომიური
რესპუბლიკის
ლიდერის
პრესმდივანმა
თამარ
გუდავამ
განაცხადა.
მას
არ
განუმარტავს,
აჭარის
ხელმძღვანელობა
რა
პირობებში
აღადგენს
ამგვარ
რეჟიმს.
აჭრაში
საგანგებო მდგომარეობა 23 ნოემბრის ,,ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ
,,დესტაბილიზაციის ტავიდან აცილების მიზნით” შემოიღეს. 24 დეკემბერს ის
კიდევ ერთი თვით გაგრძელდება, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნების წინ გაუქმდა. საგანგებო რეჟიმის გაუქმება არჩევნების
ნორმალურად ჩატარებისთვის პირობების უზრუნველყოფას აუცილებლობით იყო
მოტივირებული.
აჭრაში
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები მშვიდად ჩატარდა, თუმცა ამომრჩევლის
არც ისე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. პოლიტოლოგთა აზრით, აჭარაში
ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობა იმითაა გამოწვეული, რომ ,,დემოკრატიული
აღორძინების პარტიამ”, რომლის ლიდერი აჭარის მეთაური ასლან აბაშიძეა,
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა ამისთვის ბოიკოტი არ
გამოუცხადებია.
|