24 საათი. 2004წ. 5 იანვარი. გვ.2.

 

 

 

შევარდნაძე პრეზიდენტს ირჩევს

ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კვირას, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე თბილისის კრწანისის მე-9 საარჩევნო უბანში მისცა ხმა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, მისცა თუ არა ხმა პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისლიდერს მიხეილ სააკაშვილს, შევარდნაძემ განაცხადა, რომ შეკითხვა ,,ახლოს არის სინამდვილესთან”. ექსპრეზიდენტმა მომავალ პრეზიდენტს ურჩია, ,,ნაკლები ილაპარაკოს და ბევრი აკეთოს”.