დილის გაზეთი. 2004წ. 5 იანვარი. გვ. 3.

 

შევარდნაძემ არჩევანი გააკეთა

გუშინ, დილის 8 საათზე, ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ხმის მისაცემად, ტრადიციულად, კრწანისის მე-9 საარჩევნო უბანზე მივიდა. 2004 წლის 4 იანვრის დილა ედუარდ შევარდნაძისთვის მხოლოდ იმით იყო განსხვავებული, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში, პირველად არ იყო პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მისი სახელი და გვარი. ყოფილ პრეზიდენტს არც გუშინ ღალატობდა იუმორი და ჟურნალისტებთანაც რამდენიმე წუთით შეჩერდა. როგორც ყველამ, შევარდნაძემაც თავის არჩევანზე არაფერი თქვა და არც ის უთქვამს, გაამხელდა თუ არა საერთოდ ვისზე შეაჩერა არჩევანი.

           

მას შემდეგ, რაც ედურდ შევარდნაძემ საარჩევნო უბანი დატოვა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ცოტა ლაპარაკს და ბევრი საქმისკეთებას ურჩევს.

           

კრწანისის მე-9 საარჩევნო უბნიდან ყოფილი პრეზიდენტი კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში დაბრუნდა. სავარაუდოდ, შინ მისული ჩაის დალევდა, რადგან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის დილით არჩევნებზე ისე წამოვიდა, არ უსაუზმია.

           

საქართველოში რიგით მეორე პრეზიდენტმა გუშინ არჩევანი, არც თუ დიდი სიხარულით, მაგრამ მაინც გააკეთა.