საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 4 იანვარი. გვ. 1.

 

თემურ შაშიაშვილს არ მოსწონს

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ყოფილმა რწმუნებულმა იმერეთში თემურ შაშიაშვილმა გუშინ 12 საათზე ქუთაისიის #59 საარჩევნო ოლქის 23-ე უბანზე მისცა ხმა.

        

როგორც შაშიაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ,,ეცოდება ქართველი ხალხი, რომელსაც ჰგონია, რომ ედუარდ შევარდნაზე დაამარცხა”. ,,დიდი მადლობა ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც არჩევნებში მხარი მიხეილ სააკაშვილს დაუჭირა. მარტო იმისთვის ღირდა ეს არჩევნები, რომ ხალხს დაენახა, ვინ ვისთან დგას”, - განაცხადა ყოფილმა რწმუნებულმა.

           

შაშიაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნები იმისდა მიუხედავად შედგება, მივა თუ არა საარჩევნო უბანზე ხალხი. ,,ზურაბ ჟვანიას ყველაფერი მზად აქვს, რომ არჩევნები შედგეს”, - დასძინა მან.

           

ქუთაისში ხმის მიცემის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატი შაშიაშვილი თბილისში გაემგზავრა.