მედია-ნიუსი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 6 ნოემბერი. გვ

 

 

"აღორძინება" პარლამენტში 30 პროცენტიანი შედეგით მოვა

დემოკრატიული აღორძინების კავშირის წევრი ჯემალ გოგიტიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აჭარაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მიიღებს, ყველა ის პოლიტიკური პარტია დაზარალდება, რომლებიც წინასწარი მონაცემებით, დღეისათვის არჩევნების შედეგების მიხედვით ლიდერობენ. აღორძინება კი პარლამენტში ხმათა 30 პროცენტით მოვა.

ჯემალ გოგიტიძე არ გამორიცხავს, ამ დღეებში ნაციონალებისა და ბურჯანაძე-დემოკრატების მიერ აგორებული პოლიტიკური პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რაც, მისი აზრით, ხელს აძლევს როგორც ხელისუფლებას, ისე მის ფსევდოპოზიციას - ჟვანია-სააკაშვილს.

როგორც "მედია-ნიუსს" გოგიტიძემ განუცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში ზურაბ ჟვანია დარწმუნებული იყო, რომ მისი პარტია ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვან ნაწილს მოიპოვებდა, მაგრამ როცა დადგინდა, რომ მოსახლეობაში იგი არც თუ დიდი რეიტინგით სარგებლობს, ხალხის ქუჩაში გამოყვანა მოინდომა და ამით ცდილობს თავიდან აიცილოს 7-პროცენტიანი ბარიერის ვერგადალახვოს საშიშროება, რაც რეალობასთან ძალიან ახლოს არის.

. 9