|
|
24 საათი. 2003წ. 19 დეკემბერი. გვ. 1-3. აჭარა და სააკაშვილის მუქარაამასობაში, აჭარის ხელისუფლება რეგიონის ტერიტორიაზე კვლავ არ ხსნის საარჩევნო უბნებს. ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევო კომისიის ხელმძღვანელობა მთლიანად დამოკიდებულია ასლან აბშიძისა და მისი გარემოცვის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. დრო კი გადის და ნამდვილად არსებობს იმის საფრთხე, რომ აჭარა, ასლან აბაშიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოებს მიღმა აღმოჩნდეს, რასაც შეიძლება, საკმაოდ სერიოზული პრობლემები მოჰყვეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე პირადპირ ემუქრება ასლან აბაშიძეს. ,,მან არ უნადა დააყენოს თავი საკონსტიტუციო სივრცის გარეთ. მე ვაპირებ, ვიყო არა მხოლოდ კახელების, ქართლელების, მეგრელების და სხვების, არამედ აჭარლების პრეზიდენტიც. რეპრესიებს არ ვაპირებ, მაგრამთუ ასლან აბაშიზე გაბედავს და თავს დააყენებს კონსტიტუციური სივრცის მაღლა, იგი ძალიან მკაცრად დაისჯება. არ ვაპირებ, ვინმეს შევარჩინო ის, რომ აჭარლებმა ვერ შეძლონ, აირჩიონ საკუთარი პრეზიდენტი... მე მზად ვარ პიროვნულ დათმობებზე, დიალოგზე თუნდაც საბიუჯეტო უფლებამოსილების თაობაზე, მაგრამ დათმობა საქართველოს ხარჯზე არ უნდა მოხდეს... ასლან აბაშიძის შვილი – გიორგი აბაშიძე თბილისშია გაზრდილი... მას აქ ბევრი ახლობელი და მეგობარი ჰყავს და ესმის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს აჭარის ასეთ მოქმედებას. ახალგაზრდა თაობა, მათ შორის - ,,აღორძინების კავშირის” ახალგაზრდა წევრები უნდა მიხვდნენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ წასვლა ეს საკუთარი თავისთვის საბოლოო განაჩენის გამოტანაა!” – ასეთი მკვეთრი და პირდაპირი იყო მიხეილ სააკაშვილი. |