|
|
|
24 საათი. 2003წ. 18 დეკემბერი. გვ. 3. აჭარამ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა
ევეოსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი მათიას იორში მიიჩნევს, რომ აჭარამ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ვინაიდან ეს რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ,,წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა აჭარის მოსახლეობის უფლებები,” – განუცხადა გუშინ იორშმა ჟურნალისტებს კანცელარიაში საქართველოს მოქმედ პრეზიდენთთან ნინო ბურჯანაძესთან და სახელმწიფო მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ.იორშის თქმით, ასეთ პასუხს მიიღებს სტრასბურგში ასლან აბაშიძე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერისთან. ,, აჭარამ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში – ასეთია ევროსაბჭოს ოფიციალური პოზიცია,” – დასძინა ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა. |