|
მედია-ნიუსი "ახალი თაობა " 10 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 4.
აბსანძე ნაციონალებთან გაერთიანებას აპირებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური გაერთიანების ეროვნული თანხმობა - იბერია გაბრწყინდება წარმომადგენელმა რობერტ პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ დღეს დაიწყება მოლაპარაკება მიხეილ სააკაშვილსა და გაერთიანების ლიდერს გურამ აბსანძეს შორის, რათა ოპოზიცია რეალურად გაერთიანდეს. ეროვნული თანხმობა აპირებს თავისი მხარდაჭერებით შეუერთდეს აქციის მონაწილეებს. პეტრიაშვილის განცხადებით, ისინი დიდი ხანია პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. მიტინგზე იმავე მოთხოვნით გამოვიდნენ თანხმობის წევრი ლეილა ცომაია და სახალხო ფრონტის ლიდერი ნოდარ ნათაძე. მათი თქმით, საქართველოში არჩევნები არ შემდგარა. როგორც "მედია-ნიუსთან" საუბრისას ნაციონალების ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, იგი მიესალმება ნებისმიერ გაერთიანებას, რომელიც არსებული ხელისუფლების შეცვლასა და არჩევნების ხელახლა ჩატარებას დაუჭერს მხარს. |