საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 5 იანვარი. გვ.3.

 

ამომრჩეველთა 70 პროცენტმა მისცა ხმა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანმა არჩევნებმა” ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 17 საათისთვის არსებული მონაცემები გამოაქვეყნა.

           

როგორც მედია-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა ქეთევან ცხომელიძემ განაცხადა, საქართველოს მასშტაბით, აჭარის რეგიონის გარდა, 17 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 70 პროცენტმა.