|
საქინფორმი “საქ. რესპუბლიკა”, 2003 წელი, 16 დეკემბრი, გვ.2.
ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაიწყო 15 დეკემბერს 2004 წლის 4 იანვრის პრეზიდენტის არჩევნებისათვის საუბნო კომისიებში ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაიწყო. საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია გამოცხადდეს საარჩევნო უბანში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით 2003 წლის 21 დეკემბრამდე და პასპორტის ან პირადობის მოწმბის წარდგენის შემდეგ შეავსოს განაცხადი, როს შემდეგაც მას შეიყვანენ ამომრჩეველთა სიაში. 21-დან 27 დეკემბრამდე შინაგან საქმეტა სამინისტროს სპეციალურ სამსახურებთან ერთად მოხდება სიების გადამოწმება და 27 დეკემბერს საარჩევნო უბანზე გამოიკვრება.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიი თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებტან შეხვედრაზე განაცხადა, ამომრჩეველთა სია 4 იანვრის არჩევნებში ხელნაწერის სახით იქნება საარჩევნო უბანზე წარმოდგენილი, ხოლო პარლამენტის არჩევნებისათვის მოხდება სიის კომპიუტერიზაცია და ამომრჩეველთა სიები უფრო სრულყოფილი იქნება. როგორც ცესკოს თავმჯდომარეს მიაჩნია, ერთი და იგივე ამომრჩევლის რამდენიმე უბანზე რეგისტრაცია შეუძლებელია, თუ წინასწარ არ არის გაყალბებული პასპორტები. თუკი რომელიმე ამომრჩეველი გაყალბებული პირადობის მოწმობით შეეცდება რეგისტრაციას, იგი აუცილებლად გამოვლინდება გამოვლინდება და კანონის შესაბამისად დაისჯება, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. |