საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 5იანვარი. გვ.2.

 

ამომრჩევლებს ბიულეტენების ნაკუწებით ითვლიდნენ

არჩევნების მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ქეთევან ცხომელიძემ განაცხადა, რომ 12 საათისთვის საქართვლოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 35 პროცენტი იყო. ამ მონაცემებში ცდომილება 5 პროცენტია.

           

რაც შეეხება აჭარას, ამ რეგიონში ჯერჯერობით ამომრჩეველთა მხოლოდ 10-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ,,სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელთა განმარტებით, შესაძლოა, ამომრჩეველთა აქტივობის დაბალი დონე იმ გარმოებით არის გამოწვეული, რომ აჭარაში წინასწარი რეგისტრაცია არ ჩატარებულა და ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.

           

,,სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის თამარ ჟვანიას განცხადებით, კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა ნაძალადევის რაიონში, #29 უბანზე, სადაც ამომრჩეველთა აქტივობის დათვლის მიზნით კომისიის წევრები საარჩევნო ბიულეტენებს ,,ნაკუწებს ახევენ”, რომელსაც შემდეგ ითვლიან და ამით არკვევენ ამომრჩეველთა აქტივობას.

           

რაც შეეხება ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, ,,სამართლიანი არჩევნების” მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით საპრეზიდენტო არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა მცირე დარღვევები მაინც დაფიქსირდა.

           

მაგალითად, ,,სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებს ზოგიერთ უბანზე შესვლის პრობლემები შეექმნათ, არის ასევე, საარჩევნო კომისიის წევრებს შორის არაპროფესიონალიზმის შემთხვევები.