საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 5 იანვარი. გვ.2.
ფოთის #70 საარჩევნო ოლქში 26 საარჩევნო უბანი 08 საათზე უკვე გახსნილი იყო.
დილიდანვე რამდენიმე უბანში ამომრჩეველთა რიგი დადგა. ფოთში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში დაიწყო. ,,სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან.
ფოთში, 35 ათასი ამომრჩევლიდან, წინასწარი რეგისტრაცია არჩვნებამდე 23 200 ამომრჩეველმა გაიარა. როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, ეს საკმაოდ კარგი მჩვენებელია, რადგანაც მთელი დღის მანძილზე ამომრჩევლებს ისედაც ექნებათ რეგისტრაციის გავლის უფლება და ამდენად ეს ციფრი არ არის საბოლოო. ამომრჩეველთა საბოლოო ციფრი ცნობილი 20 საათზე, საარჩევნო უბნების დაკეტვის შემდეგ გახდება ცნობილი.
ფოთში 23 ათასი ამომრჩევლიდან 3000-მა გამოხატა საკუთარი ნება |