დილის გაზეთი. 2004წ. 5 იანვარი. გვ. 7.

 

არჩევნები ციხეში სანიმუშოდ ჩატარდა

შესაძლოა, ვინმეს პარადოქსად ენიშნოს, მაგრამ გუშინდელი ფაქტია, რომ ქართველმა პატიმრებმა ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესიის მიმართ, როგორც არჩევნებია, არათუ ინდიფერენტულობა გამოიჩინეს, არამედ უპრეცენდენტოდ აქტიურადაც ჩაერთვნენ. ზოგიერთი ამ აქტიურობას საზოგადოებისაგან იზოლირებულ ადამიანთა სუბიექტური მოტივაციით ამინისტიის ან გაუსაძლისი ყოფის შეცვლის მოლოდინით ახსნის, თუმცა, ეს ტენდენციაც პოზიტიური კუთხით არის ნიშანდობლივი, რადგან იგი ხელისუფლების მხრიდან ყურადღების ღირსად გახდომის მოლოდინიცაა. მათ კი უგულო დამოკიდებულებით არაერთი იმედგაცრუება უგემიათ. თბილისის #1 და #5, ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის საპყრობლილეებში დილის საათზე გახსნილი საარჩევნო უბნები საღამოს ხუთ საათზე უკვე დაიხურა. წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტი უშუალოდ აირჩია 2 166-მა პატიმარმა, ანუ ხმის მიცემის უფლების მქონე განსასჯელთა 97-მა პროცენტმა. ცნობისათვის: 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნბში მონაწილეობდა 1 200 პატიმარი.

 

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საპყრობილეებში ამჟამად 2 234 პატიმარი ირიცხება, რომელთათვის სასამართლოს განაჩენით, თავისუფლება და, შესაბამისად, არჩევნებსი ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლბა ჯერ არ აღუკვეთიათ.

           

საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურას ,,დილის გაზეთი” თბილისის მე-5 საპყრობილეში გახსნილ უბანშიც დაესწრო, სადაც 1 642 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მოძრავი საარჩევნო ყუთი კომისიის წევრებმა თანმიმდევრობით ციხის ოთხივე სარტულზე დადგეს. ამ ადგილას პატიმრები ხმის მისაცემად ბადრაგებს ორაგიზებული წესით სათითაოდ მიჰყავდათ, სემდეგ კვლავ თავიანთ საკნებში აბრუნებდნენ. მათი უმრავლესობა აღიარებდა, რომ არჩევანი მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გააკეთეს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის – ლია ძაგანიას თქმით, ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში უექსცესოდ წარიმართა, რაშიც დიდი დახმარება მეციხოვნეებმა გაუწიეს. – კომისიის წევრებს შეგვექმნა საშუალება, ნორმალურად შევასრულოდ ჩვენი მოვალეობა. ორი საათისთვის ჯერ არ დაფიქსირებულა ისეთი პატიმარი, ვისაც ბოიკოტი გამოეცხადებინოს, თუმცა, თუნდაც ერთი შემთხვევა მოხდეს, ჩვენ მათ ძალას არ დავატანთ – არჩევანის გაკეთება მათი უფლებაა, - აცხადებს ძაგანია.

           

არჩევნებს ციხეში, გარდა კომისიის წევრებისა, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებელი დაესწრო. აზერბაიჯანის დემოკრატიული ცენტრის თავმჯდომარე რაუფ ზეინი, რომელიც წინასაარჩევნო მზადებასაც ადევნებდა თვალს, ხმის მიცემის დემოკრატიულად ჩატარებაზე საუბრობს. იუსტიციის მინისტრის მოადგილის – კახა კობერიძის განცხადებით, ყველა დაწესებულებაში, მათ შორის ბათუმის საპყრობილეში, არჩევნები მაღალი აქტივობით, ექსცესების გარეშე ცატარდა. ზუგდიდის ციხეში, სადაც 109 პატიმარი იმყოფება, ასპროცენტიანი აქტივობა იყო და იქ უბანი უკვე დილის 12 საათზე დაიხურა.

           

...და მაინც, გუშინ პატიმრებს შორის არჩევნებთან ერთად მთავარი სასაუბრო თემა ამინისტიაც იყო. როგორ გაუმართლდებათ მათ მოლოდინი, წინასწარ ძნელად პროგნოზირებადია.