|
“24 საათი” 2004 წელი, 3 იანვარი, გვ.A1-A2.
არჩევნები საქართველოში – რა დევს სასწორზე? ერიკ მილერი დირექტორი, აშშ-ს საჯარო პოლიტიკის ეროვნული ინსტიტუტის ანალიტიკოსი სპეციალურად “24 საათისთვის”
საქართველო ამერიკიდან ძალიან დაშორებულია, მაგრამ არსებობს ბევრი მიზეზი, რის გამოც ამერიკას 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ადარდებდეს. საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებით ამერიკის დაინტერესებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკონომიკური ინტერესები და დემოკრატიის გამარჯვების პრეცედენტი განსაზღვრავს, რომელიც საქართველომ ვარდების რევოლუციით პირველმა შექმნა ყოფილ საბჭოთა სივრცეში.
საქართველოს მოსახლეობა ბოლო ორი თვის მანძილზე მეორედ მიდის არჩევნებზე, რათა ქვეყანაში პოლიტიკური სისტემი ლეგიტიმურობის სისტემა აღადგინოს, რომელიც ნოემბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეირყა. 4 იანვარს საქართველოს მოსახლეობა პოსტ-შევარდნაძისტულ ეპოქაში თავის პირველ პრეზიდენტს აირჩევს.
სახელმწიფო გადატრიალება იშვიათი არ არის კავკასიაში. მაგრამ, ძალაუფლებიდან შევარდნაძის ჩამოშორება მაინც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. თავად შევარდნაძე ხელისუფლებაში პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ჩამოგდების შემდეგ მოვიდა. აზერბაიჯანში 1993 წელს ჰეიდარ ალიევიც მას შემდეგ ჩაუდგა ქვეყანას სათავეში, არც აბულფაზ ელჩიბეიმ ქვეყანაში არსებული ვერც ერთი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემა ვერ გადაჭრა. თუმცა, შევარდნაძე პირველი პოსტ-საბჭოთა ლიდერი იყო, რომელმაც ვარდების რევოლუცის შედეგად, დემოკრატიული ცვლილებების სიმძიმე იგრძნო.
რეფორმატორები, როგორებიც არიან მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია, მომავალი საქართველოს იმედი და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კარგი სიახლეა. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების ოფიციალური პირები გადასახადების დამალვით, სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდებით, სახელმწიფო ბიუჯეტის არარაციონალური გამოყენებით ქვეყანას მილიონებს ჰპარავდნენ. მაგრამ, დღეს რეფორმისტულად გამწყობილ ლიდერებს აქვთ შანსი, რომ დასავლური დახმარება გაცილებით უფრო ეფექტურად გამოიყენონ.
უფრო მეტიც, ახალმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ უფრო მეტი უნარი იმისა, რომ რეგიონში ამერიკის ამერიკის გრძელვადიანი ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები დაიცვან. ამისთვის კი აუცილებელია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა, რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა და აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის ასამოქმედებლად მაქსიმალური ძალისხმევის გამოჩენა.
64-მილიონიანი “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა” უსაფრტხოების სფეროში საქართველოსთვის გაწეული დახმარების ქვაკუტხედს წარმოადგენს. ეს პროგრამა ახლახან გაფართოვდა და მიზნად ისახავს, საქართველოს შეიარაღებული ძალები სწრაფი რეაგირებისა და ანტიტერორისტული ქვედანაყოფებით გააძლიეროს. შევარდნაძის მსგავსად, ახალი ხელისუფლებაც მხარს უჭერს უსაფრთხოების სფეროში ამერიკასთან მჭიდრო თანამშრომლობას, მაგრამ, შევარდნაძისაგან განსხვავებით, რეფორმატორი ლიდერები მზადყოფნას გამოხატავენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებში რეფორმები გაატარონ, საარცევნო პროცესი გააუმჯობესონ და ეკონომიკური რეფორმები დააჩქარონ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შიდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას და საქართველოს ტავიდან ააცილებს კოლაფსს, რომლის საშიშროების წინაშე ის სულ მცირე ხნის წინ იდგა. ასეთი კოლაფსი კი, რომელიც გაყინული კონფლიქტების მქონე რეგიონს დესტაბილიზაციისთ დაემუქრებოდა, სერიოზული პრობლემა გახდებოდა ამერიკის ხელისუფლებისათვის.
დრეს ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, კორუფციაა. “ტრანსპარენსი ინტერნეშენალის” მიხედვით, საქარტველომ კორუფციის მაჩვენებლით ისეთი ქვეყნები ჩამოიტოვა უკან, როგორც სიერა ლეონე და ლიბიაა. კორუფციის პრობლების გადაჭრა, როგორც ცანს, ძალიან რთული ამოცანა იქნება, მაგრამ ახალი ლიდერები ამჟღავნებენ სურვილს, რომ ამ პრობლემას, სირთულის მიუხედავად, მაინც შეეჭიდონა.
დროებითმა მთავრობამ უკვე დაიწყო კრიმინალური ელემენტების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც მსხვილმასშტაბიან კორუფციაში იყვნენ ჩართული. კორუფციის დაძლევაში ახალ ხელისუფლებას ამერიკის ადმინისტრაციაც დაეხმარება. ოფიციალური დელეგაცია, რომელიც დეკემბრის დასაწყისში ეწვია თბილისს, შინაგან საქმეტა სამინისტროს რეორგანიიზაციისათვის მთავრობას სერიოზულ ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. ეს სამინისტრო წლების განმავლობაში კორუფციის ბუდედ ითვლებოდა.
ამერიკის ეკონომიკური ინტერესი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის ამუშავებს, ახალგაზრდა ლიდერების ასევე დიდი მხარდაწერით სარგებლობს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და შაჰდენიზის გაზსადენის გახსნა 2005-2006 წლებში იგეგმება. ეს პროექტები, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებადი მილსადენებისა და ახლო აღმოსავლეთის ენერგორესურსების სერიოზულ ალტერნატივად განიხილება, საქართველოს გავლით თურქეთში კასპიის ენერგორესურსების სერიოზულ ალტერნატივად განიხილება, საქართველოს გავლით თურქეთში კასპიის ენერგორესურსების გადაზიდვას ისახავს იმიზნად. ახალი შორსმჭვრეტელი ლიდერების არჩევა ხელს შეუწყობს მილსადენების უსაფრთხოების დაცვას და ამ პროექტების ქართველი ხალხის სასარგებლოდ გამოყენებას.
შესაძლოა ახალ ლიდერებს არ ჰქონდეთ მზა რეცეპტი ყველა იმპრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. მაგრამ დღეს ქართველი ხალხი პირველ ნაბიჯს დგამს უკეტესი მომავლისაკენ.
ბუშის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტები ამ ეტაპზე უსაფრტხოების ინტერესთა ბალანსი, ეკონომიკური პრობლემები და მსოფლიოში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზებაა. შესაძლოა, დღეს საქართველო ის უნიკალური ადგილი გახდეს, სადაც ამავე მიზნის მისაღწევად ეფექტური ნაბიჯები გადაიდგმება.
4 იანვარს არჩევნები საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში ახალი ერის დასაწყისი უნდა გახდეს – იმ ახალი ერისა, როცა საქართველო ამერიკის ადმინისტრაციის ინტერესების სფეროში სამუდამოდ შევა. |