|
დილის გაზეთი. 2004წ. 4 იანვარი. გვ. 2.
არჩევნებს აჭარაში საინტერესო პროცესები უნდა მოჰყვეს დღეს ქართველი ამომრჩევლის ყურადღება აჭარაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებისკენ იქნება კონცენტრირებული. საარჩევნო პროცესებზე განსაკუთრებით აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს სახალხო მოძრაობა ,,ჩვენი აჭარა”. ორგანიზაციის აქტივისტები იმყოფებიან არა მარტო ბათუმში, არამედ ხულოში, ხელვაჩაურში, შუახევში. ასლან აბაშიძის ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის – კობა ხაბაზის თქმით, მათ ამ არჩევნებისთვის 1500-კაციანი კორპუსის მობილიზება შეძლეს. ამ კორპუსში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შედიან. არ არსებობს აჭარაში უბანი, სადაც მათი ორგანიზაცია წარმოდგენილი არ არის.
აჭარაში არჩევნების მონიტორინგის პროცესს კოორდინირებას თამაზ დიასამიძე გაუწევს. კობა ხაბაზისა და თამაზ დიასამიძის თქმით, თუ აჭარაში ხელისუფლების ძალისმიერი ზემოქმედება არ განხორციელდა, არჩევნები ობიექტურად ჩატარდება. მათი ინფორმაციით, აჭარაში ადგილობრივი ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბოიკოტისკენ მოუწოდებს და არჩევნებზე არგამოცხადებას ურჩევს. ამ პროცესის საპირწონედ ორგანიზაცია ,,ჩვენი აჭარის” მობილური ჯგუფები მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
კობა ხაბაზის თქმით, ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი და წარმომადგენლები პარტიის ოფიციალურ პოზიციას არ იზიარებენ და არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად აპირებენ.
დიასამიძის ინფორმაციით, აჭარაში 250-ზე მეტი საარჩევნო უბანი და 6 საარჩევნო ოლქია. ყველა უბანზე არჩევნების მონიტორინს, არასამთავრობოებთან ერთად, ,,ჩვენი აჭარის” წარმომადგენლებიც განახორციელებენ.
ბუნებრივია, აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, რასაც ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, ,,ვარდების რევოლუციის” ლიდერის გამარჯვება მოჰყვება, საინტერესო პროცესებს დაუდებს დასაბამს. ნიშნავს თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დასწყისიაბაშიძის ერის დასასრულს? რა შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილის გაპრეზიდენტებას და რა სახეს მიიღებს ურიერტობა ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ზალას შორის?
კობა ხაბაზის შეფასებით, ასლან აბაშიძის სიძლიერეს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე განსაზღვრავდა, რაგდანაც, ორივეს ერთი ტიპის მმართველობა ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, აჭარის ლიდერის პოლიტიკა მიუღებელი იქნა მსოფლიოსათვის. ამ დასკვნას, ბაშიზის ოპონენტი, უცხოელი ელჩების განწყობილებაზე დაყრდნობით აკეთებს. აეთი შეფასების საბაბს, მისი თქმით, აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური შეხედულებების გაცნობაც იძლევა. – დღეს აწარასი მიიჩნევენ, რომ ასლან აბაშიძის რეჟიმი უნდა შეიცვალოს, - ამბობს ხაბაზი.
სააკაშვილის პრეზიდენტობის შემთხვევასი კი, ასლან აბაშიძე იძულებული გახდება, ახალი პოლიტიკური პროცესების და მოვლენების კონტექსტში მოექცეს, რაც, უდავოდ, მის დამარცხებას მოასწავებს, ამდენად, ასლან აბაშიძე იძულებული გახდება, მმართველობის სადავეებს ჩამოშორდეს. – მისი ადგილი არც ქართულ და არც მსოფლიო პოლიტიკაში აღარ რჩება, - მიაჩნია კობა ხაბაზს. |