|
“24საათი” 2003წ12.ნოემბერი. გვ.A3 “არა!” – ეუბნებიან ზესტაფონელები შევარდნაძესრუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს ზესტაფონელებიც სოლიდარობას უცხადებენ. გუშინ რაიონის გამგეობის შენუბაში “ნაციონალური მოძრაობის” ათმა წევრმა შიმშილობა დაიწყო. მანამდე ზესტაფონში მოეწყო საპროტესტო აქცია, რომელშიც ხუთასამდე კაცი მონაწილეობდა. “ხელისუფლებამ ზესტაფონში წააგო არჩევნები. ზესტაფონელებმა შევარდნაძეს უთხრეს: არა!” – განუცხადა “24 საათს” ზესტაფონში გამარჯვებულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით მომლაძემ. მუმლაძის თქმით, შევარდნაძემ “ნაციონალურ მოძრაობას” ზესტაფონში ყველაზე ძლიერი კანდიდატი ბორის სარალიძე დაუპირისპირა. მიზეზად დავით მუმლაძემ “შევარდნაძის ოჯახის საკუთრება - ფეროშენადნობთა ქარხანა” დაასახელა. “მიუხედავად იმისა, რომ სარალიძემ ყველა საშუალება გამოიყენა – დაწყებული მკვდარი სულებით, კრიმინალური დაჯგუფებებით დამთავრებული – მაინც წააგო. სარალიძეს მოვუგე თავის დედულეთში, სოფელ სვირში, ხოლო მშობლოურ სოფელ ფუთში სარალიძემ ოთხი ათასი ხმა მოაგროვა, მე კი – თერთმეტი ათასი. ზესტაფონში “ნაციონალურ მოძრაობას” ამომრჩეველტა 60% - მა დაუჭირა მხარი. კონკრეტულად ჩვენმა პარტიამ თორმეტი ათასი ხმა მოაგროვა. სახელისუფლებო ბლოკმა კი ათჯერ ნაკლები – 1200.”
დავით მუმლაძემ ჩვენთან საუბრისას ისიც გადაცხადა, რომ ხელისუფლებამ ზესტაფონელები თავისუფალი არჩევანის გამო დასაჯა, გაზის და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. “შევარდნაძის ვირთხებმა, რომელიც ქვეყანაში ყველა სფეროს აკონტროლებენ, კეთილი ინებონ და ზესტაფონის მოსახლეობას სანქციები მოუხსნენ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გარკვეულ ღონისძიებებს გავატარებთ”, - კერძოდ, როს გაკეთებას აპირებენ, ჯერჯერობით, ამის დაკონკრეტებისაგან ზესტაფონელთა რჩეულმა თავი შეიკავა.
დავით მუმლაძის ინფორმაციით, ზესტაფონში შიმშილობის საპროტესტო აქციის დაწყებას უამრავი ქალბატონი აპირებდა, ,აგრამ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, გასაგები მიზეზების გამო, მათ უარი უთხრეს. ზესტაფონში უამრავი პედაგოგი გამოთქვამს სურვილს, სოლიდარობა გამოუცხადოს გამგეობის შენობაში მოშიმშილე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს. ზესტაფონის რაიონის სოფლებში უკვე დაიწყეს ფუსფუსი. ამა თუ იმ სოფლის მაცხოვრებლები მორიგეობის დაწესებას აპირებენ, რათა მოშიმშილეებს სოლიდარობა გამოუცხადონ და ისინი მარტო არ დატოვონ. |