საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 5 იანვარი გვ. 2.

 

არც ისე მაღალი იყო

დილის 08.00 საათზე იმერეთის 12-ვე ქალაქსა და რაიონში ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა არც ისე მაღალი იყო.

           

პარალელურად 6 საარჩევნო უბანზე, სადაც 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალა, განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. არჩევნების მეორე ტური გაიმართა ჭიათურისა და ხონის რაიონებშიც.