|
“დილის გაზეთი”, 2004წლის 5 იანვარი, გვ.11
ასლან აბაშიძე ,,ვარდების რევოლუციას” ნებდება აჭარის ლიდერმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები აჭარაში მოსახლეობის აქტიურობით არ გამოირჩეოდა. ბათუმის სააჩევნო უბანზე ხალხმა დილიდანვე, მაგრამ კანტი-კუნტად დაიწყო დენა.
განსაკუთრებით საარჩევნო აქტიურობა მაღალმთიანი აჭარის სოფლებში აღინიშნა.ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ერგეს ერთ-ერთ საარჩევნო უბანს აჭარის ხელისუფლებისათვის არცთუ პოპულარული ლოზუნგი – გაუმარჯოს მიშას – ამშვენებდა. არც მოსახლეობა ერიდებოდა მიხეილ სააკაშვილისადმი აქტიური სიმპატიების გამომჟღავნებას. სამაგიეროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ თვალსაზრისს არ იზიარებდა აჭარის ლიდერი. იგი საარჩევნო უბანზე საღამოს 20 საათისვის გამოცხადდა და ჟურნალისტების წინაშე თავისი არჩევანის გამხელა არ ისურვა. აბაშიძე ამ არჩევანს საიდუმლოდ ტოვებს. მისი თქმით, მან საკმაოდ დაძაბული გრაფიკის შემდეგ მოიცალა არჩევნებისთვის, ამდენად, დაგვიანება მოუცლელობას მიაწერა. მან ვერც თავისი ოჯახის წევრების არჩევნებზე მიუსვლელობის მიზეზები განმარტა.
მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს მხოლოდ პარტია ,,აღორძინება”. ავტონომიური რესპუბლიკა და მისი ლიდერი კი ამ პოზიციას არ ეთანხმბიან. აბაშიძე, ასევე, მზად არის საქართველოს პრეზიდენტთან სათანამშრომლოდ, რომლის კურსიც, მისი შეფასებით, აუცილებლად ქვეყნის გაერთიანებას უნდა ეფუძნებოდეს. სამომავლოდ კი ცენტრსა და აჭარას შორის არსებული კონფრონტაციული დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. მე ყველასთან სათანამშრომლოდ მზად ვარ, ჩემგან ყოველთვის დადებითი იმპულსები მოდის, - განმარტა გუშინ აბაშიძემ. რაც შეეცება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე გუშინ სიტყვა არ დაუძრავს, ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებს უნდა დაუბრუნდეს, ამდენად, მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტი მაშინ, როცა ორი ავტონომიური რესპუბლიკა არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, წარმოუდგენელი იქნებოდა. აბაშიძის შეფასებით, ,,აღორძინება” რჩება ოპოზიციურ, მაგრამ არა კონფრონტაციულ და რადიკალურ ძალად.
ასლან აბაშიძის მხრიდან წამოსული დადებითი იმპულსებისა არ სჯერა სახალხო მოძრაობა ,,ჩვენი აჭარის” ერთ-ერთ ლიდერს, თამაზ დიასამიძეს. როგორც მან განაცხადა, ამომრჩეველთა მაღალი პროცენტით მიხეილ სააკაშვილის არჩევა ასლან აბაშიძის პოლიტიკური კარიერის დასასრულს მოასწავებს. ამიტომაც, არჩევნების შედეგების გადათვლის დროს ხელისუფლება ყველანაირი ტექნოლოგიის ამოქმედებას შეეცდება, რომ არჩევნებზე მოსახლეობის დაბალი აქტივობა გამოვლინდეს. – თუ აჭარაში რეალურად არსებული 200 ათასი ამომრჩევლიდან ნახევარი მაინც სააკაშვილს მისცემს ხმას, ეს იმას ნიშნავს, რომ აბაშიძემ გუდა-ნაბადი აიკრას. ეს არჩევნები არის აბაშიძის მიმართ არაპირდაპირი რეფერენდუმი, ამით მოსახლეობა აბაშიძეს უცხადებს ნდობას ან უნდობლობას, - განაცხადა დიასამიძემ. მან დაადანაშაულა აჭარის ხელისუფალი მოსახლეობის დაშინებაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავენი არჩევნებზე არ გამოცხადებულიყვნენ.
აბაშიძის მიმართ წაყენებულ ასეთ ბრალდებას არ იზიარებს ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი გიზო ჟორდანია. მან თავისი არჩევანი გუშინ პირველ საარჩევნო უბანზე გამოხატა, თუმცა, პრეზიდენტობის მისთვის სასურველი კანდიდატის ვინჰაობა მედიას არ გაუმხილა. არჩევნები ბათუმში ცივილიზებულად და ყველა სტანდარტის დაცვით ჩატარდა, - აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში.
ამავე უბანზე განსაკუთრებით მოუზომავ სიმპათიებით ერთ-ერთ ქალბატონ, მაყვალა ხაბაძე გამოირჩეოდა, მან სააკაშვილისადმი მიძღვნილი თავისი ლექსების ტელეკამერის წინ წაკითხვა სცადა, რამაც აშკარად აღაშფოთა პირველი საარჩევნო უბნის ტავმჯდომარე და რესპონდენტის გარეთ ითხოვა. #1 საარჩევნო უბანზე მცირე ინცინდეტი მოხდა, სადაც ამომრჩევლებს ერიან სიაში ხელმოწერების სიაში დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ. საკითხის გარკვევის მიზნით, სიტუაციაში “ბურჯანაძე-დემოკრატების წარმომადგენელი ჩაერია, რომელმაც საოლქო კომისიას აუხსნა პრობლემის არსი და სიტუაცია მალე განიმუხტა.
ბათუმის საოლქო კომისიის მონაცემებით, 19 საათსა და 30 წუთზე აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა 67148-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც, საერთო ჯამში 23,3 პროცენტია.
აჭარაში არჩევნების მონიტორინგს ახორციელებდნენ როგორც ეუთოს, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლები, “სამართლიანი არცევნებისა” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები. მათ სერიოზულიდარღვევები დღის განმავლობაში არ გამოუვლენიათ. |