ახალი ვერსია 2003 წლის 17-23 ნოემბერი გვ9

 

 

 

ახალი მემარჯვენეები რევოლუციის წინაღმდეგ

 

”ახალი მემერჯვენეების” ლიდერები, დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე კვლავ ემიჯნებიან ოპოზიციის ქმედებეს და ახცადებენ, რომ არ სურთ მონაწილეობა მიიღონ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის  სავარძლებისათვის გამართულ ბრძოლაში. ”რევოლუციური და ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა ჩვენთვის მიუღებელია”, - აცხადებს დავით გამყრელიძემისი თქმით, ერთიანობა არც ”ნაციონალებს” და არც ”ბურჯანაძე – დემოკრატებშია”: ”ნაციონალური მოძრაობა” თავის გამარჯვების აღიარებას ითხოვს, ბურჯანაძე-დემოკრატების არჩევნების გაუქმებას.

           

ლევან გაჩეჩილაძის თქმით, ”ბურჯანაძე – დემოკრატები”რევოლუციურ ცვლილებებს პირდებიან ხალხს, რევოლუცია კი ხალხს სიკეთეს არ მოუტანს: ”რევოლუციას კარგი არაფერი მოუტანია და არც ახლა მოიტანს, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პიროვევის დამძიმების გაედა.”

           

გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ საზოგადოებაში პარალელებს ავლებენ ზვიად გამსახურდიას პერიოდთან, მაგრამ არსებული სიტუაცია სოციალისტურ რევოლუციასთან უფრო ახლოსაა: ”ეს ყველაფერი სოციალისტურ რევოლუციას გავს და არა ზვიად გამსახურდიას პერიოდს. ძალიან გთხოვთ, ასეთ პარალელებს ნუ გაავლებთ, გამსახურდია სააკაშვილისაგან განსხვავებით ეროვნული იდეალებისათვის იბრძიდა და არა მანდატებისთვის”, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

           

”ახალი მემარჯვენეების ლიდერები აჭარის საკითხთან დაკავშირებით მოკლე კომენტარს აკეთებენ. მათი განცხადებით, აჭარით მანიპულირება ცეცხლთან თამაშია და ლიდერები ამ თემით ”კოზირების ხელში აღებას” არავის ურჩევენ.