ინტერ-პრესი.

ახალი თაობა. 2003წ. 2დეკემბერი. გვ. 5.

 

ახალი პრეზიდენტი ლეგიტიმური არ იქნება

საპარლამენტო ფრაქცია ,,XXI საუკუნის” წარმომადგენლის ჯემალ გამახარიას განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობის გარეშე საქართველოში არჩეული პრეზიდენტი არ იქნება ლეგიტიმური. ამის შესახებ ,,ინტერ-პრესს” გამახარიამ ,,აღორძინების” თბილისის ორგანიზაციაში განუცხადა.

           

მისი თქმით, თუ საპარლამენტო არჩევნებში აჭარა არ მიიღებს მონაწილეობას, შეიძლება რაღაც მექანიზმები გამოიძებნოს და 4 იანვარს დანიშნული არჩევნები გარკვეული ვადით გადაიდოს. გამახარიას თქმით, აჭარა არის ავტონომიური წარმონაქმნი ქვეყანაში, ანუ ,,სახელმწიფო სახელმწიფოში”. მისივე განცხადებით, აჭარის მონაწილეობის გარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით, საქართველოს არ ეყოლება სრულფასოვანი, ლეგიტიმური პრეზიდენტი.

           

,,აღორძინების” წარმომადგენლის, პარლამენტარ რევაზ მიშველაძის განცხადებით, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები არის აბსოლუტურად ნაჩქარევად დანიშნული, რადგან ჯერ ქვეყანას არ გაუაზრებია, ის, რაც მოხდა. მისივე თქმით, ,,ამ სამეულის მიერ უკონკურსოდ სააკაშვილის წარმოდგენამ გზა გაუხსნა ბევრ შემთხვევით პოლიტიკოსს” და ასლან აბაშიე, რომელსაც რეალურად უნდა ჰქონდეს პრეტენზია პრეზიდენტობაზე, ჯერ საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს. მიშველაძის თქმით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის აჭარაში ვიზიტს. მისივე თქმით, აჭარა არ დაუშვებს იმას, რომ შემდგომ,საპარლამენტო არჩევნების დროს ავტონომიას საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი დეპუტაცია არ ჰყავდეს.