|
პრაიმ-ნიუსი,,ახალი თაობა”. 2003 წ. 15 ნოემბერი. გვ. 4.
"ახლები" ხელისუფლების და ოპოზიციის მორიგებას მხარს უჭერენ "ახალი მემარჯვენეები" მზად არიან ქვეყანაში მიმდინარე მძაფრი პოლიტიკური მოვლენების ფონზე ვითარების განმუხტვის მიზნით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები დაპირისპირებულ მხარეებს (ხელისუფლება და ოპოზიცია) შესთავაზონ. თუმცა, პარტიის ლიდერები კატეგორიულად აცხადებენ, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის ერთმანეთთან გარიგების შემთხვევაში ისინი განზე გადგებიან. "ჩვენ სავაჭრო არავისთან არაფერი გვაქვს. არ ვაპირებთ არავისთან გარიგებას", - უთხრა "მედია-ნიუსს" "ახლების" წევრმა ვახტანგ ხმალაძემ. მისი თქმით, "ახალი მემარჯვენეების" ბლოკს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიცია აქვს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის ძიებაში არც ხელისუფლების მხრიდან ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას და არც სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნის განხორციელების მხარდაჭერას არ გულისხმობს. "სააკაშვილი მორიგებაში გულისხმობს, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, რაც მხოლოდ მისთვის არის მისაღები. ასე არაფერი გამოვა", - თქვა მან. |