|
საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 6 იანვარი. გვ.2.
4 იანვრის პრეზიდენტის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატმან მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ხმათა 25,5 პროცენტი მიიღო. როგორც პრესკონფერენციაზე ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ ედნარ შამილიშვილმა განაცხადა, ბათუმში პრეზიდენტის არჩვნები მშვიდობიან ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა.
მისივე ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა 24 ათასზე მეტმა ბათუმელმა მიიღო და მათგან 25,5 პროცენტმა მხარი მიხეილ სააკაშვილს დაუჭირა.
ედნარ შამილიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მოსახლეობის დაბალი აქტივობა ბათუმში პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია. ,,მათ შორის დროზე რომ მოგვარებულიყო ურთიერთობები, მოსახლეობის აქტივობა გაცილებით მაღალი იქნებოდა”, - განაცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, 2 ნოემბრის პარლამენტის არჩევნებისგან განსხვავებით, პრეზიდენტის არჩევნებში 4-ჯერ ნაკლებმა ბათუმელმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ,,ამასთან, როგორც არასდროს, ეუთოს, დსთ-ს და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არჩევნები ბათუმში მხოლოდ მცირეოდენი დარღვევებით ჩატარდა”, - აღნიშნა შამილიშვილმა. |